Connect with us

ჰოროსკოპი

პლანეტების შეერთება მერწყული ეპოქაში: თევზებო ნაკლები იმუშავეთ, კირჩხიბებო – სახლის შენებას შეუდექით

დეკემბერში მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები გველის რომელიც ზოდიაქოს ბევრ ნიშანზე მოახდენს გავლეას. დიდი შეერთება მერწყულში – ასტროლოგების აზრით მერწყულის ეპოქის საწყისი წერტილი იქნება. ეს იშვიათი და უდიდესი პლანეტარული ტრანზიტია რომელიც სერიოზულ ცვლილებებს გვპირდება კოლექტიურ აზროვნებაში.

დეკემბერში უდიდესი შეერთება მოხდება ორ უდიდეს ციურ სხეულებს შორის, ესენი სატურნი და იუპიტერი გახლავთ. მათ შორის შერთება ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ხდება თუმცა ასეთი მჭიდრო კონტაქტი ბოლო 400 წლის მანძილზე არ მომხდარა. როგორც იცით იუპიტერი ზრდისა და ცოდნის პლანეტას წარმოადგენს, სატურნი კი წესების, შეზღუდვებისა და ცხოვრებისეული გაკვეთილების პლანეტაა. მათი ტრანზიტი საზოგადოებას არასტანდარტულად აზროვნებას და ინერტულობის წინააღმდეგ წასვლას შთააგონებს.

ასეთი ძლიერი ენერგეტიკის ფონზე რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ გავლენას ყველაზე მეტად ფიქსირებული ჯვრის ნიშნები იგრძნობენ. მოგითხრობთ თუ რომელ ნიშნებზე მოახდენს ეს მოვლენა ყველაზე მეტ ან ნაკლებ გავლენას.

დავიწყოთ იმ ნიშნებით რომლებიც ყველაზე მეტად იგრძნობენ გავლენას.

კურო

ეს შეერთება თქვენს საზოგადოებრივ ცხოვრების წესსა და კარიერის მიმართ არსებულ შეხედულებას შეცვლის. დაფიქრდებით თუ რა გავლენას ახდენთ სამყაროზე თქვენი სამსახურის მეშვეობით. ეცადეთ არასტანდარტული ინსტრუმენტები გამოიყენოთ ტქვენს ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში თქვენი დანიშნულების შესახებ შეიძლება დაფიქრდეთ.

ლომი

ამ პერიოდში თავისუფებისა და გახსნილობის სურვილი გაგიცნდებათ. მომავალ წელს ამ თემების შესწავლას დაუთმობთ დროს და მეგობრებსა და ახლობლებთან ურთიერთობაში შეიძება ახალი საზღვრები დააწესოთ. ისწავლით ურთიერთობებში ნაკლებად დამოკიდებულებასა და მეტი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

მორიელი

ამ პერიოდში მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილებები გელით ურთიერთობებში. მოემზადეთ მოგონებების მორევში გასაცურად: იგულისმხება როგორც სასიამოვნო ასევე ცუდი მოგონებებიც. ეს შთაგაგონებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ მათ შორდებით თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე, სინამდვილეში მათ უახლოვდებით ბრალოდ თქვენი პირობებით.

მერწყული

მერწყულის ეპოქა შენს გარშემო დიდი ენერგეტიკას შექმნის, ის დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი სამომავლო ნაბიჯები. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდმა შეიძლება გაკვეთილები, გამოწვევები და გარკვეული შეზღუდვებიც მოგიტანოთ, თუმცა ეს გაკვეთილები სიბრძნესა და სულიერ ზრდასაც მოგიტანთ. შეიცვლებით და აღარასდროს იქნებით ისეთი როგირც აქამდე იყავით. ახალ დონეზე გადადიხართ!

ახლა კი იმ ნიშნეზე ვისაუბროთ რომლებზეც ეს შეერთება სხვა გავლენით იმოქმედებს

ტყუპები

თქვენი ენერგიის მართვა გაგიმარტივდებათ, ეს პერიოდი შთაგაგონებთ აკეთოთ ის რაც ყველაზე მეტად გიყვართ: ისწავლოთ, ეძიოთ სიახლეები და შეისწავლოთ თქენი ის მხარეები რომლებსაც აქამდე კარგად არ იცობდით. შეიძება იდენტურობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეთ თუმცა თქვენი ფილოსოფიური აზროვნება მალე დააყენებს ყველაფერს საჭირო ადგილზე.

კირჩხიბი

მართალია ეს შეერთება გარკვეულ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე თუმცა რაიემ განსაკუთრებულის აშიშროებისგან დაცული ხართ! თუ გაქვთ უსაფრთხო ადგილი სადაც თავის “შეფარებას” შეძლებთ, ვერანაირი შტორმი ვერ დაგაზარალებთ!

თევზები

ეს შეერთება სულიერ გაჯანსაღებას და ღრმა შინაგან სამუშაოს მოგიტანთ. გარეგნულად არანაირი ცვლილებები არ მოხდება, შიელძბეა სამსახური შეიცვალოთ. ეცადეთ თქვენს გულს დაუგდოთ ყური რათა მიხვდეთ საით უნდა წახვიდეთ. გაზარდეს დასვენების დრო და შეამცირეთ დატვირთვა.