Connect with us

ჰოროსკოპი

გულუხვობა, თავდაჯერებულობა და კიდევ 5 ფაქტი მამაკაცი კირჩხიბის შესახებ

კირჩხიბი თავის დაბადების დღეს 21 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით აღნიშნავს და დროა მის ხასიათზე ვისაუბროთ. მამაკაცი კირჩხიბი იდეალურ მამაკაცად ითვლება. ასეა თუ არა, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მისთვის ოჯახი და ახლობლები პირველ ადგილზეა. კირჩხიბი წყლის ნიშანია, ანუ მისთვის გრძნობები და ემოციები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წყლის სტიქიის მეზობელი ნიშნებისთვის (მორიელი, თევზები). კირჩხიბი სხვებზე განწყობილია და ზოგჯერ მათ მდგომარეობას ექსტრასენსულ დონეზე გრძნობს. კირჩხიბის შესახებ რიგი სტერეოტიპები არსებობს, რომლებიც დროა ერთხელ და სამუდამოდ გავაქარწყლოთ.

გულუხვობა

ასეა. კირჩხიბი ხელგაშლილი, ერთგული და მგრძნობიარეა. მისი გულუხვობა არა მხოლოდ მატერიალური ასპექტით (თუმცა ამაშიც), არამედ ემოციური კუთხით ვლინდება. რთული გრაფიკის მიუხედავად თქვენს მხარდასაჭერად დროს ყოველთვის იპოვის. კარგი მეგობარი და საყვარელია, რომელიც თქვენთვის კარგ რჩევას, თბილ სიტყვას და ძლიერ ჩახუტებას იპოვის.

კირჩხიბის ნდობა ადვილია. ყველაფერს აკეთებს მათთვის, ვინც მოსწონს. მაშინაც კი, თუ მასთან მხოლოდ მეგობრობთ, თქვენთვის განსაკუთრებულ საჩუქარს ან სასიამოვნო სიუპრიზს მაინც გამონახავს. როგორ არ უნდა შეგიყვარდეთ ასეთი?

მგრძნობელობა

კირჩხიბი თავის ზეემოციურობას კარგად აცნობიერებს და, როგორც წესი, ცდილობს საჭირო მიმართულება მისცეს. ისეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ მგრძნობელობა კირჩხიბს მტირალას ხდის. სინამდვილეში, უბრალოდ უფრო ღრმად და ძლიერ განიცდის, ვიდრე სხვები. ხშირად გულით ფიქრობს და არა თავით, მაგრამ ამას ხვდება და მთლიანობაში მოსწონს. მეგობრები და ახლობლები რჩევისთვის ხშირად მიმართავენ, რადგან ნამდვილი ბრძენია და ემოციურ ინტელექტს ფლობს.

განწყობის ცვლილებები

კირჩხიბს მთვარე მართავს და მისი ემოცია ისე სწრაფად იცვლება, როგორც მთვარის ფაზები. არაფერს ვამბობთ, რომ წყლის ნიშანი ბუნებით ისედაც სენტიმენტალურია და ნოსტალგიები ახასიათებს. არ გაგიკვირდეთ, რომ ასეთ მდგომარეობაში შეიძლება საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტოს. შეიძლება ვერასდროს გავიგოთ, რატომ იცვლება წამებში მისი მხიარული განწყობა წარმოუდგენელ სევდად. უბრალოდ საკმარისი დრო დაუთმეთ, მის გვერდით იყავით და სწრაფად „გაცოცხლდება“. კირჩხიბი ამას იღებს და აცნობიერებს, მაგრამ პატივისცემით ეპყრობა. ამ თემაზე ხუმრობა არ ღირს.

შინაყუდა

თუ კირჩხიბს ხვდებით, მასთან თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ის განსაკუთრებულ სითბოს ასხივებს, რაც გარშემომყოფებს თავს სასურველად და საყვარლად აგრძნობინებს. ბუნებაში მცხოვრები კირჩხიბის მსგავსად, რომელიც თავის სახლს სულ თან დაატარებს, ზოდიაქალური კირჩხიბიც სახლში თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს. მას აუცილებლად სჭირდება ადგილი, სადაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობს. სწორედ ამიტომ, საკუთარი ბუდის მოსაწყობად დიდ დროს და რესურსებს ხარჯავს. მისთვის სახლი არა მხოლოდ ადგილი, არამედ ახლობლებიცაა, ამიტომ მეგობრები და ოჯახის წევრები მისთვის მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი მტირალა არაა

ეს მითი მისი მგრძნობელობის გამო იზრდება, რომელსაც ბევრი უცნაურობად აღიქვამს. დიახ, მამაკაც კირჩხიბს შეუძლია რაღაცაზე იტიროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი თვალები ყოველთვის ცრემლით სავსეა.  ნამდვილად ზემგრნობიარეა და ღრმად განიცდის იმას, რაც ბევრისთვის მიუწვდომელია. გარდა ამისა, კირჩხიბი დაუცველობას არასდროს გამოავლენს იმ ადამიანის გვერდით, ვისთანაც თავს 100%–ით უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

კირჩხიბი თავდაჯერებულია

თავდაუჯერებლობა კიდევ ერთი მითია, რომელიც მისი ზემგრძნობელობიდან მომდინარეობს. კირჩხიბი კარდინალური ნიშანია, ანუ ლიდერი ზოდიაქოა. მისი ემოციურობა თავდაუჯერებლობას არ გულისხმობს. უბრალოდ სხვადასხვა ემოციას განიცდის. მისი თავდაჯერებულობა კარგად ვლინდება კარიერაში: კირჩხიბი საქმეს ენთუზიაზმით და თავდადებით ეკიდება, რაც ამ სფეროში ლიდერად აქცევს.

კირჩხიბი მომაბეზრებელი არაა

უბრალოდ ყველასთვის საუკეთესო სურს. თუ კირჩხიბი მიჯაჭვულ მესაკუთრედ მიგაჩნიათ, სინამდვილეში, ეს თქვენ მიმართ სიყვარულის გამოვლენის უკიდურესი ფორმაა. ურთიერთობაში ზედმეტ ზრუნვას იჩენს, რადგან სურს, რომ რჩეული ბედნიერი და უსაფრთხოდ იყოს. თუ ურთიერთობაში რაღაც ძალიან ბევრი ხდება და ამის ატანა არ შეგიძლიათ, უბრალოდ უთხარით. კირჩხიბი მზადაა, შენიშვნები გაითვალისწინოს და საკუთარ თავზე იმუშაოს.