ჯანმრთელობა
ამ 5 სუნს ვერ არჩევთ? შესაძლოა დემენცია გეწყებათ
დემენციის ადრეულ სიმპტომებს შორის ყველაზე გავრცელებული – გულმავიწყობაა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ნაკლებად პოპულლარული თუმცა მნიშვნელოვანი სიმპტომი – სუნების ვერ გარჩევა. არსებობს არომატები, რომლებსაც დემენციის ადრეულ სტადიაში ადამიანები ვერ არჩევენ.
გერიატრიის ამერიკულ საზოგადოებაში ჩატარდა კვლევა რომელშიც 3000 მოხალისე მნაწილეოდა, მათი ასაკი 57-85 წლის ფარგლებში მერყეობდა. ექსპერიმენტის ფარგლებში მათ 5 სუნის მარკერი უნდა ამოეცნოთ. ესენია პიტნის, თევზის, ფორთოხლის, ვარდისა და ტყავის არომატები.
მოხალისეთა 78%-მა სწორად გაარჩია 5-დან მინიმუმ 4 არომატი. 14%-ზე ნაკლებმა 5-დან მხოლოდ 3 არომატის გარჩევა შეძლო. მონაწილეთა 1%-მა კი ვერცერთი სუნის გამოცნობა ვერ შეძლო.
5 წლის შემდეგ მეცნიერებმა, ამ ექპერიმენტის მონაწილეები გადაამოწმა და ყველას ვინც ექსპერიმენტის განვლობაში სუნს ვერ ცნობდა -დემენცია დაუდგინდა, იმ მოხალისეებს შორის კი რომელბმაც 1-2 სუნს ამოცნობა შეძლეს – 80% დემენციის პრობლემის წინაშე იდგა.
“ამ შედეგებმა აჩვენეს, რომ ყნოსვა მჭიდრო კავშირშია ტვინის ფუნქციონირებასა და სუნთან” – აცხადებს კვლევის ავტორი ჯაიანტ პინტო, “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყნოსვის უნარი შეიძლება დემენციის ადრეული სტადიის მნიშვნელოვანი მანიშნებელი იყოს”.
წინა კვლევებმა აჩვენეს, რომ ყნოსვა დაკავშირებულია ტვინის გარკვეულ უბნებთან. ექსპერტების თქმით დაავადების განვიტარებასთან ერთად – ყნოსვის უნარი თანდათან სუსტდება.