Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა დავდგეთ დიეტაზე 50 წლის ასაკიდან

წონაზე საუბარი იოლი არ არის. ჩვენ დიეტების კულტურაში გავიზარდეთ ამიტომ, თითქმის ყველას აქვს გარკვეული წარმოდგენა “ჭარბ” კილოგრამებზე და იმაზე თუ “რამდენი კილო უნდა გახდეს” დიეტის შემდეგ.

როდესაც ქალბატონი მენოპაუზას უახლოვედება, მისი მეტაბოლიზმი ნელდება და 2-დან 15 კილოგრამამდე იმატებს წონაში. საშუალოდ ქალბატონი ასაკის მატებასთან ერთად წონაში ყოველწლიურად 500 გრამიდან – 2.5 კილოგრამამდე იმატებს.

ჩვენ წონის გამო ნამდვილად არ განგსჯით, უბრალოდ აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის უამრავ პრობლემასთან. სიმსუქნე უქვე მსოფლიო მასშტაბის პრობლემად იქცა და მისი პროცენტულობა საზოგადოებაში ყოველწლიურად მატულობს.

აუცილებელია თქვენი სხეული ისეთი მიიღოთ როგორიც არის, მაგრამ მისი უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობები არ უნდა შეწყვიტოთ. სხეულის მასის კლება თქვენი ცხოვრების დონეს აამაღლებს და ძალიან ბევრი დაავადების რისკს შეამცირებს!

ცოტა ხნის წინ დასრულდა კვლევა რომელმაც ჭარბ წონასა და დემენციას შორის მჭიდრო კავშირი გამოავლინა. ჭარბი წონა ნეგატიური ფაქტორია სარძევე ჯირკვლის სიმსივნისთის 50 წელს გადაცილებულ ქალებში. რისკები იზრდება ასაკის მატებასთან ერთად!

სიმსუქნე ბევრი ონკოლოგიური დაავადების მომატებულ რისკთან არის კავშირში:

  • სწორი ნაწლავის სიმსივნე
  • საშვილოსნოს სიმსივნე
  • თირკმლის სიმსივნე
  • თვინის სიმსივნე
  • საყლაპავი მილის სიმსივნე
  • კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე
  • საშარდე ბუშტის სიმსივნე
  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე

გარდა ამისა, ვიცით, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ორივე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკს.

დღეს ყოველდღიურად გამოიყენება მაღალკალორიული საკვები, სწრაფი კვების ობიექტებიდან, შესაბამისად შედეგიც სახეზეა. ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად მკვლევარები გვირჩევენ: “ნუ მიირთმევთ ბევრს, ჭამეთ დანაყრებამდე და ძირითადად იკვებეთ მცენარეული საკვებით” დასაწყისისთვის ეს სრულიად საკმარისია. ამის შემდგომი ნაბიჯი კი ფიზიკური სავარჯიშოები იქნება. იმოძრავეთ, იარეთ ბევრი, ეწვიეთ სპორტ დარბაზს და შეამჩნევთ რომ ყოველდღე უფრო და უფრო ენერგიული და ჯანმრთელი ხდებით!