Connect with us

ჯანმრთელობა

ადამიანს ავადმყოფობა მხოლოდ მაშინ ტოვებს, როცა ამის აუცილებლობა აღარაა

კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრების განვითარების მიმართულება შეცვალა. ახლა ყველა ზუსტად ერთნაირად ვფიქრობთ. სერიოზული დაავადების თავიდან ასაცილებლად იმუნიტეტის გაძლიერებაზე ვზრუნავთ. ამავდროულად შეუჩერებლად ვმუშაობთ, რადგან არავინ იცის, რა იქნება ხვალ. როდის მოვა დამსახურებული დასვენება?

ხშირად თანამედროვე სამყაროში ადამიანი დასვენებას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როცა ავადაა. აბსურდია, არა? თითქოსდა პასუხისმგებლობის ტვირთს ვიხსნით და სინდისის ქენჯნის გარეშე არაფერს ვაკეთებთ. ზოგიერთი სპეციალისტი ირწმუნება, რომ ავადმყოფობას პრინციპში სარგებელიც მოაქვს.

დამსახურებული დასვენება

რას გვაძლევს ავადმყოფობა? პირველ რიგში, ჯანმრთელობის ღირებულებას ხაზს უსვამს. მკურნალობაზე ან მედიკამენტებზე ფულის ხარჯვისას დანაშაულს ვერასდროს იგრძნობთ. გამოსაჯანმრთელებლად გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ადამიანი ასაკში უფრო აცნობიერებს.

მეორეც, დაავადება გვახსენებს დასვენების უფლებას, რომელიც მხოლოდ სურდოს ან გრიპის დროს არ უნდა დადგეს. ავადმყოფობის დროს ადამიანი თავს სუსტად და დაუცველად ყოფნის უფლებას აძლევს. ამ დროს ახლობლების და ნათესავების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოჯანმრთელების სიჩქარე ზოგჯერ საახლობლო წრეზეა დამოკიდებული. როგორც ამბობენ, მშობლიურ სახლში კედლებიც კი გვკურნავს. თუ ოჯახის წევრი ავადაა, ამ პერიოდში თავი განსაკუთრებულად აგრძნობინეთ. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ახლობელმა თქვენი სითბო და ზრუნვა იგრძნოს.

სერიოზული ავადმყოფობის გამო ხშირად სხვა პრობლემებზე აღარ ვფიქრობთ. ამან შეიძლება მომავალი შეცვალოს. მაგალითად, ცოლ–ქმარს განქორწინება სურდათ, მაგრამ ამ დროს მათი შვილი საავადმყოფოში მოხვდა. ბავშვის მკურნალობა და რეაბილიტაცია მშობლებს უფრო აახლოებთ.

მათ შეიძლება ურთიერთობა დაალაგონ და განქორწინება გადაიფიქრონ. ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა ბედნიერი დასასრულით. მაგრამ როგორც ამბობენ, „ნებისმიერ უბედურებას სიხარულიც ახლავს“.

ავადმყოფობა ძვირფასს დროს გვართმევს, მაგრამ ამავდროულად დროს გვაძლევს. ჩვენ ნელა და დეტალურად ვფიქრობთ იმაზე, რაზეც ადრე დრო არ გვრჩებოდა. უფრო მეტიც, გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანმა ცხოვრებას შეიძლება სულ სხვა თვალით შეხედოს.

შემთხვევა ცხოვრებიდან

ამ ზაფხულს ჩემი ახლობელი კუჭზე საოპერაციოდ საავადმყოფოში დააწვინეს. კლინიკაში კორონავირუსი დაემართა. ნაცნობი უკვე 40 წლისაა, ამიტომ არავის შეეძლო მკითხაობა, თუ როგორ დასრულდებოდა ყველაფერი.

პირველი 5 დღე ყველაფერი იმდენად მძიმე იყო, რომ ჭამაც არ შეეძლო. ამ პერიოდს ახლა შიშით იხსენებს და ამბობს, რომ უკვე სიკვდილისთვის ემზადებოდა.

კორონავირუსმა, რომელმაც დედამიწა მოიცვა, ადამიანის ცხოვრება დაყო ორად: „მანამდე“ და „შემდეგ“. მსგავსი ისტორიები სხვა დაავადებებს აქვს, რომლებიც არ გამქრალან, მაგრამ ახლა ნაკლებად იხსენებენ. გახსოვდეთ, ნებისმიერ პერიოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. პრობლემებს პირისპირ შეხვედრისას უფრო ძლიერი და გამოცდილი გახდებით. ხელი არ ჩაიქნიოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ!

ზოგი ამბობს, რომ „ეს ყველაფერი ნერვებისგანაა“, როცა ვინმეს ავადმყოფობის შესახებ იგებენ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა დაავადებას ფსიქოლოგიური მიზეზი ჰქონდეს?