Connect with us

თავის მოვლა

როგორ შევარჩიოთ ტუშის ფუნჯის ფორმა

კარგი ტუშის შერჩევა პირველ რიგში მისი ფუნჯის სწორად შერჩევით იწყება. სილიკონის მეჩხერი ბუსუსბი ან ფუმფულა ბეწვი, გრძელი ფუმფულა დაბოლოების მქონე თუ რა სფორმის ფუნჯს არ შეხვდებით. გთავაზობთ გავერკვიოთ თუ რომელი მათგანი დაგეხმარებათ თქვენთვის იდელაური ტუშის შერჩევაში

სწორი

კლასიკური ფუნჯი შესანიშნავია ბუნებრივი, იდეალური წამწამების მქონე გოგონებისთვის. ის წამწამს არც პრიეხს და არც მოხულობას მატებს, ის უბრალოდ ტუშით ფარავს იმას რაც არის. თუ მაქსიმალურად ბუნებრივი მაკიაჟის გაკეთება გსურთ – ეს ფუნჯი აირჩიეთ. აჯობებს თუ სილიკონის ფუნჯს აირჩევთ, ამგვარად საშუალაბა წამწამებზე “კორკოშალებს” არ გაიკეთებს.

მოხრილი

მოხრილი ფუნჯი კერლერ ანაცვლებს. მისი სპეციალური ფორმა საშუალებას მოგცემთ ოდნავ აპრიხოთ წამწამები შიდა კუთხიდან ზედა კუთხისკენ და ოდნავ თოჯინის ეფექტი შექმნათ.

რვიანი

ასეთი ფუნჯის მქონე ტუშს ხშირად უწოდებენ “სამს ერთში”:ის პრეხს, აგრძელებს და მოცულობასაც მატებს, შესანიშნავია იმ გოგონებისთვის რომლებსაც რამდენიმე ფენად უყვართ ტუშის წასმა. რვიანი არ ტოვებს ბურთულებს.

სამკუთხედი

ეს ფუნძი ბოლოსკენ წვრილდება. როგორც წესი ასეთ ფუნჯს ფუმფულა ბუსუსები აქვს და ელასტიურია. ის თხელ წამწამზე ტუშს თანაბრად ანაწილებს.

ბურთულით

დაკვირვებიხართ, რომ ზოგიერთი ტუშის ფუნჯს ბოლოშ ბურთულა აქვს? ასეთი ტუში ორ შემთხვევაშია საჭირო: როდესაც სქელი და გაშლილი წამწამები გაქვთ და როდესაც მათი ასეთად გადაქცევა გსურთ. ბურთულა მოკლე წამწამამდეც აღწევს და ღებავს მათ. შესაბამისად წამწამები უფრო მსხვილი და მოცულობითი გამოჩნდება.

ცოტა ბუსუსებით

როგორც წესი ასეთ ფუნჯს სწორი ფორმა აქვს და ათ ერთი მიზანი აქვთ – შექმნან მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი. თუმცა ჩვეულებრივი სწორი ფუნჯისგან განსხვავებით ის მაქსიმალურად ანაწევრებს წამწამებს. პირველი გადასმისას ის წამწამებს განაცალევებს თუმცა შემდეგ გადასმაზე ტუში უკვე შეღებილ წამწამებსაც მეორეს ღებავს და შესაბამისად წამწამები არათანაბრად იღებება. ალტერნატივას სწორი, სილიკონის ფუნჯი წარმოადგენს.