კულინარია
როგორ მოვხარშოთ სტაფილო სწორად
ალბათ ფიქრობთ, რომ სტაფილოს მოხარშვა ნებისმიერმა ადამიანმა და პატარა ბავშვმაც კი იცის, თუმცა როგორც აღმოჩნდა რესტორნებში მის მოსახარშად სხვა ხერხს იყენებენ.
ბოსტნეული არ უნდა გათალოთ
სანამ ხარშვას დავიწყებთ სტაფილო არ უნდა გავთალოთ. მართალია მისი გათლა უფრო ჰიგიენურად მიგაჩნიათ და ამ შემთხვევაში უფრო სწრაფადაც იხარშება მაგრამ, როგორც აღმოჩნდა მოხარშვამდე მისი გარეცხავც საკმარისია, ამგავარად მასში ყველა ვიტამინი და მიკროელემენტი შენარჩუნდება.
ნუ დაჭრით სტაფილოს
არა მხოლოდ გათლა, არამედ მისი დაჭრაც ვიტამინებისა და იკროელემენტების დაკარგვას იწვევს, ამიტომ ჯერ მოხარშეთ და მხოლოდ შემდეგ დაჭერით სტაფილო. სალათებში მცირე ზომის სტაფილოს გამოყენება უფრო კარგი იქნება.
არ დაასხათ ცივი წყალი
მოხარშვა აუცილებლად ადუღებულ წყალში უნდ ადაიწყოთ. სტაფილო ქვაბში მაშინ მოათავსეთ როდესაც წყალი დუღილის პროცეშია. ამგავარად მასში ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები შენარჩუნდება.
ხარშეთ თანაბარ ცეცხლზე, დახურული თავსახურით
როგორც აღმოჩნდა სტაფილოს ხარშვის დროს თანაბარი ცეცხლი უნდა შეინარჩუნოთ, ამგვარად მომზადებული ბოსტნეული უფრო წვნიანი და სასარგებლო იქნება. ეცადეთ ორთქლი ბოლომდე არ გამოუშვათ – მომზადების დროს ქვაბი სულ თავდახურული გქონდეთ.
ძალიან ნუ მოხარშავთ
ასეთ შემთხვევაში სტაფილო არა მხოლოდ რბილი და უფორმო, არამედ ნაკლებად სასარგებლო გამოვა. გახსოვდეთ, რომ სტაფილო 25 წუთის განმავლობაში უნდა ხარშოთ. რაც უფრო მცირე ზომისაა ბოსტნეული, მით უფრო ნაკლები დრო ჭირდება მას მოსახარშად.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინება რთული სულაც არ არის, თუ მათ გამოიყენებთ, თქვენი სალათებისთვის.ლამაზ და სასარგებლო ბოსტნეულს მიიღებთ.