Connect with us

ყვავილები

სუსტი იისფერი ხსნარი ძლიერი და წვნიანი სტაფილოს გაზრდაში დაგეხმარებათ

არომატული, წვნიანი, ოდნავ ტკბილი სტაფილოს გაზრდა თითქმის ყველა მებაღე–მებოსტნის ოცნებაა. ასეთი ძირნაყოფი შეგიძლიათ პირდაპირ ნაკვეთზე შეჭამოთ, საკმარისია კარგად გარეცხოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მიიღოთ გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტი.

როგორ მივიღოთ სტაფილოს უხვი მოსავალი

სტაფილო ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნის კულტურაა. უცნაური არცაა, რადგან მისი გამოყენება ბევრ კერძში შეიძლება, ამასთან შეგიძლიათ უმად მიირთვათ. პრეტენზიული მოსავლელი არაა და სხვადასხვა მავნებლები დიდად არ აზიანებს, რაც ბოსტნეულის მოყვანას ამარტივებს.

და მაინც, სტაფილოს მოყვანის გარკვეული ალგორითმები არსებობს. თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, გემრიელი სტაფილოს გაზრდას მოყვარულიც შეძლებს.

მთავარი მოვლა

ლამაზი და დიდი სტაფილოს გასაზრდელად რამდენიმე მარტივი წესი დაიცავით. მისთვის მზიანი, სარეველებისგან დაცული ადგილი შეარჩიეთ. სარეველები ბოსტნეულისთვის სახიფათოა, ამიტომ დაუყონებლივ უნდა გაანადგუროთ.

სასურველია, ყოველწლიურად ერთსა და იმავე ადგილას არ დარგოთ. სჯობს იმ ადგილას დარგოთ, სადაც გასულ წელს კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, კიტრი, ხახვი ან ნიორი იზრდებოდა.

უხვ მორწყვას, მიწის გაფხვიერებას და დამუშავებას ყურადღება მიაქციეთ. ლამაზი და დიდი სტაფილო კარგად დატენიანებულ და გაფხვიერებულ მიწაში იზრდება. მყარი ქერქის ფორმირება არ დაუშვათ. ასე სტაფილო დიდი გაიზრდება, მაგრამ ბევრი უშნო მოსახვევი ექნება.

რეგულარული მორწყვა

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სტაფილოს წყალი უყვარს. ამასთან, რეგულარული ხარისხიანი მორწყვა დიდი, თანაბარი და ლამაზი ძირნაყოფის გაზრდაში დაგეხმარებათ. ასეთი ბოსტნეულის ჭამა ან შესაწვავად გახეხვა სასიამოვნოა.

სათანადო დატენიანების გარეშე სტაფილო პატარა, ხმელი და ხვეული გაიზრდება. ასეთი ბოსტნეულის კერძებში გამოყენება ერთი ტანჯვაა. თუმცა მხოლოდ მისი გათლა დიდ დროს წაგართმევთ.

მისი აღმოცენების მიხედვით მორწყეთ. მაგალითად, უკვე მწიფე ბოსტნეულისთვის ნიადაგის დატენიანების სიღრმე მინიმუმ 30 სმ უნდა იყოს. თუმცა ზომიერება უნდა დაიცვათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოსტნეული არ გამოშრეს, მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ.

პარაზიტებისგან დაცვა

გაგიმართლათ, რომ სტაფილოს ბევრი არაკეთილმოსურნე სტუმარი არ ჰყავს, მაგრამ მაინც არიან. მთავარი მტერი: სტაფილოს ბუზი. ეს მავნებელი სტაფილოს პირველი გამეჩხერების დროს ჩნდება, როცა საყვარელი ტკბილეულის სუნს გრძნობს. მისი შემჩნევა ადვილი არაა, ამიტომ შეიძლება გამოგრჩეთ მომენტი, როცა ბუზმა სტაფილოზე კვერცხები დადო. საბოლოოდ, გაზრდილ ბოსტნეულს შეჭამს.

ამის თავიდან ასაცილებლად პირველი გამეჩხერების შემდეგ სტაფილო შავი ან წითელი დაფქული წიწაკის წყლიანი ხსნარით დაამუშავეთ. 1 ს/კ წიწაკა 10 ლ წყალში გახსენით და დაზიანებული კვლები დანამეთ. ეს მავნებლებს დააფრთხობს.

მეორე გამეჩხერების შემდეგ პარაზიტებისგან თავდასაცავად კიდევ ერთი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნაკვეთი ბორის მჟავის და მარგანცოვკის წყლიანი ხსნარით მორწყეთ. 10 ლ წყალი და 2-3 გრ ორივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ და ბოსტნეული დაამუშავეთ. 3 კვ.მ ნაკვეთზე ზუსტად 1 ვედრო ხსნარი უნდა გამოიყენოთ. 20 დღეში პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ. მნიშვნელოვანია, იცოდეთ: ამ ნარევის დამატებამდე ჩვეულებრივი სუფთა წყლით მორწყეთ, შემდეგ სტაფილოს რიგებს შორის მიწა გააფხვიერეთ.

ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელი სტაფილოს სახეობა დარგეთ. ასე უფრო მეტ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ. არ მოგერიდოთ და გამოცდილ მებოსტნეებს რჩევა ჰკითხეთ.

მაშინაც კი, თუ მებაღეობის ხრიკების და სიბრძნეების შესწავლას ახლა იწყებთ, არ ინერვიულოთ. მიწა შრომისმოყვარეობისთვის მადლობას უხვი მოსავლით აუცილებლად გადაგიხდით. აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ!