Connect with us

ყვავილები

ოთახის კიტრი: როგორ გავზარდოთ ისე, რომ ახალ წელს ახალი კიტრი ვახრაშუნოთ

კიტრის გაზრდა ფანჯრის რაფაზე? თან ახალი წლისთვის? ადვილია! დღეს გიამბობთ, როგორ მიიღოთ კიტრის უხვი მოსავალი სწრაფად ქალაქის ბინაში. რაც ყველაზე მთავარია: ყოველგვარი პესტიციდების და სხვა ქიმიის გამოყენების გარეშე.

თქვენ მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციები უნდა დაიცვათ და აივანზე ან ფანჯრის რაფაზე ტემპერატურას ყურადღება მიაქციოთ. ტემპერატურა 17 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს. სხვა ყველაფრის გაკეთება კიდევ უფრო ადვილია.

კიტრი ფანჯრის რაფაზე

სახლის პირობებში კიტრის მოსაყვანად შემდეგი 5 ეტაპის გავლა მოგიწევთ:

საჭირო თესლი შეარჩიეთ

გირჩევთ არჩევანი შეაჩეროთ თესლზე ნიშნით F1. ეს ნიშანი იმაზე საუბრობს, რომ თქვენს წინაშეა ორი სხვადასხვა სახეობის შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდი. ასეთ თესლი თითოეული სახეობიდან მხოლოდ საუკეთესო თვისებებს იღებს და უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს.

გირჩევთ ნაადრევი ჯიშები შეარჩიოთ, რომლებიც 35-50 დღეში გაზრდას შეძლებენ. მაგალითად, ავანსი F1, სააპრილო F1, მეგობრული თესლი F1. ან უბრალოდ სპეციალურად „ბინაში“ მოსაყვანი კიტრის თესლი გამოიყენეთ: რუსული სტილი F1, არბატი F1, აივნის სასწაული F1 და ფლაგმანი F1.

სწორი ქოთანი შეარჩიეთ

კიტრი დიდი მცენარეა, ამიტომ ქოთანიც დიდი სჭირდება. თითოეული მცენარისთვის 3-5 ლ ქოთანი დაგჭირდებათ. ზრდასრული კიტრი სიგანეში აუცილებლად გაიზრდება. გამოყენების წინ შიგნით საპნით გარეცხეთ და მთლიანად გასაშრობად გააჩერეთ.

საჭირო ნიადაგი შეარჩიეთ

ყველაზე მარტივი და სწორი გადაწყვეტილება იქნება ჩვეულებრივ ყვავილების მაღაზიაში წასვლა. აქ, შეგიძლიათ ყვავილებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგი შეიძინოთ. ის იდეალურად გამოგადგებათ.

მეორე მხრივ, საჭირო მიწა შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: ჩვეულებრივი შავი მიწა, კომპოსტი და დრენაჟი თანაბარი პროპორციით აურიეთ. მათ მდინარის ქვიშა და ხის ნაცარი დაუმატეთ. ეს ნარევი კიტრის გასაზრდელად იდეალურია, ოღონდ ჯერ დეზინფექცია უნდა გაუკეთოთ.

თვითნაკეთი ნიადაგის სადეზინფექციოდ დაგჭირდებათ:

  1. მიწა ღუმელში 35-40 წუთით შედეთ.
  2. კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით უხვად მორწყეთ.
  3. მდუღარე წყლით კარგად მორწყეთ.
  4. ემ–პრეპარატებით გაამდიდრეთ (პრეპარატები ეფექტური მიკროორგანიზმებით, რომლებიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავენ).

კიტრის დასარგავად თარიღი შეარჩიეთ

იდეალური დრო: ოქტომბრის ბოლო – ნოემბრის დასაწყისი. ყუთის ძირში სადრენაჟო ფენა მოათავსეთ. თესლი წინასწარ 1,5 მიწას აურიეთ. სიღრმე 1,5-2 სმ. თუ ყუთი საშუალებას გაძლევთ, თესლები ერთმანეთს 15-20 სმ დააშორეთ. ზრდის პროცესში სუსტი აღმონაცენები მოაშორეთ.

ყუთს დარგული თესლით საკვები პარკი დააფარეთ და რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 25 გრადუსი უნდა იყოს. თესლის გაღვივების შემდეგ პარკი მოაშორეთ და შესაძლებლობის მიხედვით ტემპერატურა ოდნავ შეამცირეთ, სულ რამდენიმე გრადუსით.

ზრდასრულ მცენარეზე იზრუნეთ

ზამთარში დღის მოკლე სინათლის გამო ნათურით დანათებას გირჩევთ. განათება მცენარის ზედა ნაწილიდან 30 სმ დაშორებით დააყენეთ, გვერდებზე კი ალუმინის ფოლგა მიამაგრეთ, რომ სინათლე ტყუილად არ გაიფანტოს. ფოთლების დანამვა არ დაგავიწყდეთ, კიტრს ტენიანობა უყვარს.

მინერალური სასუქით ნიადაგის გამოკვება ზედმეტი არ იქნება. როცა მცენარე გაიზრდება, პერიოდულად ულვაშები და წვერი მოაჭერით. ქვედა ნაწილებსა და ღეროს ზედმეტი მიწა მოაშორეთ, 5 ქვედა დონის ფოთლებზე ყლორტები და ყვავილები მოაშორეთ. ამისთვის ბასრი დანა გამოიყენეთ.

ახალი, შინაურული კიტრი ნებისმიერ საახალწლო სუფრას დაამშვენებს. ხრაშუნა და არომატული კიტრი გამოგადგებათ სალათისთვის, რადგან სხვა პროდუქტებთან შერევით გემოს არ დაკარგავს. როგორც ხედავთ, კიტრის გაზრდა მოკლე დროში ყოველგვარი ქიმიის გარეშე შესაძლებელია. ვიმედოვნებთ, სტატია სასარგებლო და ინფორმაციული იყო.