საკითხავი
ბრძნული რჩევა, რაც უპატიებელი და მზაკვრული ღალატის პატიებაში დაგეხმარებათ
ადამიანის არსი მრავალმხრივია. სადჰგურუმ ეს სხვებზე უკეთ იცის. მას მორალის შესახებ კითხვებს ხშირად უსვამენ. ღირს თუ არა ადამიანის შეფასება მისი ქცევის მიხედვით? რა უფრო მნიშვნელოვანია: მოქმედება თუ შინაგანი არსი? მორალის თავისებურებები კაცობრიობას ყოველთვის აწუხებს. კარგია, რომ გურუს შეუძლია გარკვევაში დაგვეხმაროს.
მორალის თავისებურებები
სადჰგურუ გირჩევთ ადამიანის შინაგანი და გარეგანი მხარე დაყოთ. ეს არა მხოლოდ სხვებს, არამედ თქვენც გეხებათ. ჩვენი მოქმედება და ის, რასაც სინამდვილეში ვფიქრობთ, ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს ყოველთვის კარგი არაა.
გურუ გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც ამბობთ. უფრო ზუსტად, თავაზიანობის სამ მთავარ სიტყვას: „მადლობა“, „გეთაყვა“ და „მაპატიეთ“. ეს სიტყვები ადამიანის შინაგანი და გარეგანი მსოფლმხედველობის ურთიერთმიმართების და გულწრფელობის ყველაზე მთავარი მაჩვენებელია.
გურუ დარწმუნებულია, რომ უმეტესობა ჩვენგანი ამ სიტყვებს ავტომატურად ამბობს, უბრალოდ იმიტომ, რომ ამის გაკეთებას მიჩვეულია. სიტყვა ჩვენი სულის სიღრმიდან არ მოდის, უბრალოდ ლაპარაკში ვამბობთ, თითქოსდა სიტყვა–პარაზიტებია. სადჰგურუ ამბობს, რომ ამ სიტყვების თქმა არ ღირს, თუ ნამდვილად შიგნიდან არ გრძნობთ.
როგორც მაგალითად, მუდმივად „მაპატიეს“ თქმა არ ღირს. ასე ზოგიერთი აკეთებს. დაუდევარი გამოყენების გამო სიტყვამ აზრი და ღირებულება დაკარგა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სიტყვებზე „მადლობა“ და „გეთაყვა“.
ადამიანის სულიერი ზრდა და მისი ქცევები
ადამიანები ზემოთხსენებულ სიტყვებს ხშირად იყენებენ, მაგრამ მათი ქცევები თავდაპირველ აზრს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ „გეთაყვა შეიძლება ავიღო“ და ნებართვის მოცემამდე უკვე თავად ვიღებთ.
გურუ თვლის, რომ მორალზე დაფუძნებული საზოგადოება თავისი არსით არასწორია, რადგან ხშირად ასეთ შემთხვევაში ადამიანი გარეგნულად სწორად იქცევა, თუმცა თითოეული ადამიანის შიგნით ყოველთვის ასე არაა.
როგორ განვსაზღვროთ ადამიანის სულიერი განვითარების დონე? ეს რთული არაა. შინაგანი განვითარება ადამიანს უფრო ნაზს და გამგებიანს ხდის, ყველას და ყველაფერს არ აკრიტიკებს და განიკითხავს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი თავაზიანობის სიტყვები ადამიანის მოსიყვარულე და ნაზი ბუნებიდან ამოდის, თამამად შეგვიძლია ადამიანის სულიერი განვითარების მაღალ დონეზე ვისაუბროთ.
განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი – მიღება ისწავლეთ. სადჰგურუს თქმით, მიღება ტრანსფორმაციის ნაწილია. როცა ადამიანი ყველას მისგან განცალკევებით აღქმას შეწყვეტს და ყველაფერი მისი ნაწილი გახდება, მას ამ სიტყვების („მადლობა“, „გეთაყვა“ და „მაპატიეთ“) უსასრულოდ თქმის სურვილი გაუქრება.
სადჰგურუ ამბობს, რომ ის ყველას მკაცრად ექცევა, რადგან საკუთარ თავსაც ასე ეპყრობა. ის მორალური ნორმების გაგებას არ ითვალისწინებს, არამედ მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს. ქცევის ასეთი პარადიგმა უფრო მოქმედი და ერთგულია.