ჰოროსკოპი
რისი გაკეთება არ შეიძლება ოქტომბერში ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნისთვის
2020 წელი ჯერ არ დასრულებულა, ასე, რომ მოდუნება ჯერ ადრეა! მართალია 2021 წლამდე სულ რაღაც 2 თვე დარჩ მაგრამ, ეს წელი რამდენიმე სიურპრიზს ისევ გვპირდება. ცაზე რამდენიმე კვადრატურა დგება და ჩნდება კითხვა: როგორი ოქტომბერი გველის?
მარსს უკვე მერკურიც შეუერთდა და მათგან რას უნდა ველოდეთ მალე გავიგებთ.
ამბობენ, რომ პლანეტის რეტროგრადულობის დროს მათი დამახასიათებელი ასპექტები მმართველობის გარეშე რჩება. შედეგად იწყება ემოციური დაძაბულობა და პრობლემები, პრობლემები ექმნება ტექნიკასაც. პლანეტის გავლენა ადამიანზე შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს რადგან ეს ყველაფერი ადამიანის რუკაში, პლანეტის მდებარეობაზეა დამოკიდებული. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მარსისა და მეკურის ასეთი მდებარეობის დროს, თქვენს ცხოვრებაში ძველი პარტიორების დაბრუნება დაიწყება, ეს საქმიან პარტნიორებსაც ეხება. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, აჯობებს მთელი დრო სწავლასა და თვითშემეცნებას დაუთმოთ. მაღალია კონფლიქტურობის მატება, შეიძლება ფარდა აეხადოს ძველ საიდუმლოებებს რაც ურთიერთობების გარცევამდე და შურისძიებამდე მიგიყვანთ.
ოქტომბერში გაჩინეთ ჰობი, წაიკიტხეთ წიგნები,დ აასრულეთ დაწყებული საქმეები, გადახედეთ ტქვენს ცხოვრებას და ეცადეთ დაისვენოთ კიდეც. როდესაც რეტროგრადულობა დასრულდება შეძლებთ ცხოვრების მორევში კვლავ გადაეშვათ.
რა არ უნდა გააკეთოთ: ნუ დაიწყებთ გლობალურ საქმეებს, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ახალი წინადადებების შესახებ. ამ დროს არც სადმე გამგზავერება ან საცხოვრებლის გამოცვლაა კარგი იდეა. ეს აკრძალვები ნოემბრის 10 რიცხვამდეა აქტუალური.
რეტროგრადული მარსი მერკურის ყველა მოქმედების დუბლირებას ახდენს. მარსიც უფრო აგრესიული ხდება. მორიელებმა და ვერძებმა თავი მეტად უნდა შეიკავონ. მარსისგან სკანდალებს, ინტრიგებს, მომატებულ შფოთვას და შიშებსაც ელოდეთ. ეცადეთ უფრო ფრთხილად იყოთ და თქვენი ცხოვრების ორგანიზება მოახდინოთ.
არ ნიშნავს, რომ ზემოთქმული აუცილებლად ახდება, უბრალოდ პლანეტების პოზიცია მოვლენების ამგვარ განვიტარებას არ გამორიცხავს და უმჯობესი იქნება თუ თავს დაიზღვევთ და მათ მაინც გაითვალისწინებთ.