Connect with us

ჰოროსკოპი

ასტროლოგი: რეტროგრადული მერკური საქმიან სფეროს დაარტყამს

რეტროგრადული მერკურის მორიგი ფაზა 14 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე გრძელდება. შეფერხებები და საქმეთა მოულოდნელი ცვლილებები, ეჭვები და სირთულეები საკმაოდ ხშირი იქნება.

რეტროგრადული პერიოდი იმ პერიოდს ემთხვევა როდესაც მზე მორიელის ზოდიაქოშია, შესაბამისად ამ პერიოდში კრიტიკა, ნეგატივი, საომარი რიტორიკა უცხო არ იქნება. ამავე დროს შეიძლება გახშირდეს პროვოკაციების, მანიპულაციები მენტალური დონეზე, შიეძლება ეს მანიპულაციები მაგიურ ზემოქმედებასაც მიამგვანოთ.

ეს პერიოდი კარგია დაპაუზებისა და საკუთარი მიზნების, გეგმებისა და საქმეების აგდახედვისთვის. ამ დროს უკეთ ვლინდება სხვადასხვა შეცდომები. აჯობებს მნიშვნელოვანი საქმეები გადადოთ და ყოველდღიურობით დაკავდეთ.

ამ პერიოდს წარსულში დასრულებული ურთიერთობების დაბრუნებაც ახასიათებს, განსაკუთრებით თუ ამის სურვილი ორივე მხარეს აქვს.

მერკურისა და სხვა პლანეტების “უთანხმოება” არც ისე შესამჩნევი იქნება. 20 ოქტომბერს მერკური გამეორებით დადგება ურანთან ოპოზიციაში და მარსისა და იუპიტერის კავდრატურას კიდევ უფრო გაამძაფრებს. ეს კომბინაცია ცუდად იმოქმედებს შორეულ მოგზაურობებზე, პარტნიორების არამეგობრულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებით დიპლომატიურ დონეზე.

რეტროგრადულობის ფინალური აკორდი სატურნთან ოპოზიციაა. მერკური 30 ოქტომბრიდან, 7 ნოემბრამდე სატურნთან კვადრატურაში იქნება. ამ პერიოდშია შესაძლებელია თარიღების შეცვლა, პირობების გადახედვა, თუმცა მერკურის ტიპიურ სფეროებში, როგორიცაა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, მონაცემთა გადაცემა, ინტელექტი და სწავლაა, ტრანსპორტი და სხვა – დინამიკისა და ფიქრთა სწორი მიმართულების უკმარისობა იქნება.

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.