Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა დაიწყოთ დღე ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალით?

ლიმონი არა მხოლოდ აუმჯობესებს სხვადასხვა კერძის გემოს არამედ ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ლიმონი თავისუფლად შეიძლება სუპერ პროდუქტებს მივაკუთვნოთ. ამიტომ ბოლო დროს ექიმები და დიეტოლოგების სულ უფრო ხშირად გვაძლევენ უზმოზე ლიმონიანი წყალის დალევის რეკომენდაციას. ამ სტატიაში განვიხილავთ თუ რატომ უნდა დავლიოთ ლიმონიანი წყალი.

წმენდს ორგანიზმს

ლიმონიანი წყალი უზმოზე, ორგანიზმიდან ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს გამოდევნის. ლიმონია ძალიან მჟავეა, მაგრამ როდესაც ორგანიზმში ხვდება, რთული ბიოქიმიური რეაქცია ხდება და შედეგად მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ტუტისკენ იხრება. ლიმონის წვენი ღვიძლის მუშაობას ასტიმულირებს და ტოქსინები გამოყავს, წყალი კი გამორეცხავს მათ.

აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას

ლიმონიანი წყალი ნაწლავის პერესტალტიკას ასტიმულირებს, ხელს უწყობს საკვების მონელებას მთელი დღის განმავლობაში. ლიმონიანი წყალი მეოტეორიზმისა და შეკრულობის დროსაც დაგეხმარებათ.

ხელს უწყობს წონის კლებას

წონის სწრაფად დასაკლებად, ორგანიზმი ხშირად უნდა დაატუტიანოთ, იმიტომ, რომ ყველა ქიმიური რეაქცია გაცილებით უკეთ სრულდება ტუტოვან გარმეოში როგორც უკვე ვთქვით – ლიმონი ტუტოვან გარემოს უწყობს ხელს. ლიმონი ამავდროულად პექტინსაც შეიცავს, ეს ხსნადი ბოჭკოა, რომელიც შიმშილის გრძნობას ამცირებს. ლიმონიან წყალს შარდმდენი ეფექტი აქვს, ამიტომ მისი დალევა იმ ადამიანებისთვისაც სასარგებლოა რომლებსაც შეშუპება აწუხებთ. დილით ჭიქა ჩაის, ყავას, რძეს და შაქარს თუ უბრალო ლიმონიანი წყლით ჩაანაცვლებთ – ნაკლებ კალორიებს მიიღებთ.

ამშვიდებს გაღიზიანებულ კუჭს

თუ დასაძინებლად სავსე კუჭით დაწექით, შეიძლება დილით მჟავიანობით ან შებერილობით გაიღვიძოთ. ამ შემთხვევაში ლიმონიანი ცხელი წყალი მჟავიანობის შემცირებაში დაგეხმარებათ, კალიუმის მარილის შემცველობის წყალობით კი გულის რევის შეგრძნებაც გაგიქრებათ.

როგორ მივიღოთ ლიმონიანი წყალი

არსებობს რამდენიმე ვარიანტი, ზოგი ამტკიცებს, რომ რამდენიმე ნაჭერი ლიმონიც საკმარისია, ჩვენ კი განსხვავებული შეხედულება გვაქვს. ექიმ ტერეზა ჩონგის წიგნის “ლიმონის წვენზე დაფუძნებული დიეტის” მიხედვით:

  • წყალი უზმოზე უნდა დალიოთ
  • აჯობებს წყალი თბილი იყოს (არც ძალიან ცივი და არც ძალიან ცხელი)
  • წვენის რაოდენობა – 100 მილიგრამზე 1 ჩაის კოვზი ლიმონი
  • შეგიძლიათ კოვზით დაჭყლეტილი ლიმონის ორი ნაჭერი მოათავსოთ ჭიქაში