ჯანმრთელობა
გახდომის უმარტივესი მეთოდი: როგორ ავაჩქაროთ მეტაბოლიზმი წამლების გარეშე
წარმატებული ექიმი და წიგნის “როგორ ვიცხოვროთ 50 წელზე დიდხანს” ავტორი – ალექსანდრე მიასნიკოვი დღევანდელ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას მოვცემს წონაში კლებასა და დიეტების შესახებ.
ბევრი ადამიანი იტანჯება არა მხოლოდ ჭარბი წონისგან არამედ სიმსუქნისგანაც. იმისთვის, რომ ამაში დარწმუნდეთ, გარშემო მიმოხედვაც საკმარისია. სასურველ ფორმბთან დევნაში ისინი მრავალგვარი მტავნჯველი დიეტით იტანჯავენ თავს და რაც უფრო უარესია – იყენებენ გასახდომ პრეპარატებს, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ.
“ამ პრეპარატებს ნერვულ სისტემაზე აღმგზნები მოქმედება აქვს. ამის წყალობით მეტაბოლიზმის აჩქარება ხდება, თუმცა უკუჩვენებებიც ვლინდება: იზრდება დატვირთვა გულზე, იმატებს წნევა, იწყება უძილობა, ტაქიკარდია, არითმია და ბევრი სხვა პრობლემა. ამ პრეპარატების უმეტესობა დასავლეთის ბაზრებიდან საერთოდ ამოიღეს”.
ექიმი მიასნიკოვის მტკიცებით, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება თავადაც უმარტივესად შეგვიძლია: საკმარისია კალორიები შემცირებული დოზით მივიღოთ და მეტი კალორია ვხარჯოთ ვიდრე ვიღებთ. ნუ დაისახავთ მიზნად 20 კილოგრამის სწრაფად დაკლებას. დასაწყისისთვის თქვენი წონის 5-10%-ის დაკლება სცადეთ – ეს შესანიშნავი შედეგი იქნება”.
გახდომის საუკეთესო მეთოდი მადის კონტროლია. ნუ შეჭამთ ზედმეტს და ნუ დააგროვებთ ზედმეტ კილოგრამებს. ექიმების აზრით საკვები ნივთიერებების ათვისება დღის სხვადასხვა მონაკვეთში ხდება. დაიმახსოვრეთ: ცხიმები ორმლებიც ორგანიზმში დილის 6-დან 9 საათამდე ხვდებიან, ორგანიზმის მიერ სრულად დაიწვება ხოლო საღამოს მირებული ცხიმები კი კანქვეშა ცხიმად გადაიქცევა.
ამიტომ დილის საათებში აჯობებს ყველი, ხაჭო და კარაქი მიირთვათ. 16 საათიდან კი სისხლში ინსულინის ჰორმონის პიკი დგება და ამ დროს შეგიძლიათ ტკბილეული მიირთვათ. ვახშმად თეთრი ხორცი მიირთვით. თუმცა ყოველთვის მოერიდეთ ძეხვეულის მირთმევას – ეს სუთა კანცეროგენია, რომელიც მკერდისა და პროსტატის სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს.
შედეგად გამოდის, რომ ყველაზე ეფექტურ დიეტას საკმაოდ მარტივი და არც თუ ისე შეზღუდული რაციონი აქვს.
დიეტის მიახლოებითი რაციონი
1. 500 გრამი ბოსტნეული დღეში, განსაკუთრებით მწვანე ბოსტნეული და არ დაგავიწყდეთ ნიორის შესახებ.
2. დღეში 500 გრამ ბოსტნეულამდე. სასურველია არჩევანი ვაშლსა და კენკრაზე გააკეთოთ.
3. შვრიის ფაფა
4. მთელმარცვლოვანი პროდუქტები
5. ნებისმიერი თევზი, მათ შორის ცხიმიანი სახეობებიც
6. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები
7. ქათამი ან ინდაური
8. ზეითუნის ზეთი
9. ცოტაოდენი თხილეული
10. ასევე შესაძლებელია დღეში ცოტაოდენი შავი შოკოლადის და 1 ჭიქა მშრალი წითელი ღვინო.
რედაქციის რჩევა
გახდომისას მთავარი კვების კულტურისა და რეჟიმის დაცვაა. პრეპარატები და ექიმები მხოლოდ დროებით დაგეხმარებიან. ყველაფერი ტქვენს სურვილსა და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული.