Connect with us

ჯანმრთელობა

სისხლძარღვების გაწმენდის ტიბეტური მეთოდი: გაიუმჯობესეთ მეხსიერება და შეიმცირეთ სისხლში ქოლესტერინის დონე

მსოფლიოში სიკვდილის 70 % შემთხვევა ინფარქტით და ინსულტით არის გამოწვეული. ათიდან შვიდი ადამიანი გულის ან ტვინის არტერიების დაბლოკვის გამო იღუპება. ხშირ შემთხვევაში, ასეთი საშინელი დასასრულის მიზეზი გაზრდილი ქოლესტერინია.

ფაქტები იმედის მომცემი არაა: ქოლესტერინი ჭარბი დონე ადრე თუ გვიან სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქის დაგროვებას იწვევს.

დროთა განმავლობაში ქოლესტერინის ზომები იზრდება და სისხლძარღვებში სისხლის გადინება ფერხდება. სწორედ ამიტომ, სისხლძარღვების ქოლესტერინისგან გაწმენდის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. სისხლძარღვების გასაწმენდად ნივრის ნაყენი შესანიშნავი არჩევანია, რომლის მთავარი ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და კარგ იმუნომოდულატორად ითვლება.

ნიორი მდიდარია C, B6 ვიტამინებით და მანგანუმით. ორგანიზმზე მთავარ სარგებელს არა ნივრის ვიტამინები და მიკროელემენტები, არამედ მასში შემავალი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ალიცინი ახდენს. საინტერესოა, რომ პირველად ალიცინი 1944 წელს სწორედ ნივრის სპირტიანი ხსნარიდან მიიღეს.

ალიცინის მთავარი თვისება ათეროსკლეროზის ფოლაქების დაშლა და სისხლძარღვების გაწმენდის უნარია.

ნივრიანი ნაყენის კურსის ჩატარების შემდეგ ბევრი ადამიანი შრომისუნარიანობის და გონებრივი აქტიურობის ზრდას, წონის შემცირებას, განწყობის გაუმჯობესებას აღნიშნავს.

სპირტზე დაყენებული ნიორი

ინგრედიენტები:

  • 350 გრ ნიორი
  • 0,5 ლ სპირტი 96 გრადუსიანი

ნაყენის მომზადება:

1. ნიორი წვრილად დაჭერით ან დანაყეთ.

2. სპირტს აურიეთ.

3. 10 დღით ბნელ ადგილას შეინახეთ.

4. 10 დღის შემდეგ საწურში გადაწურეთ. სპირტიანი ბოცა კიდევ რამდენიმე დღე დააყენეთ.

ნაყენის მიღება ამ მეთოდით ცადეთ:

1. პირველ დღეს დილით 1 წვეთი, სადილის დროს – 2 წვეთი და საღამოს 3 წვეთი მიიღეთ.

2. მეორე დღეს დილით 3 წვეთი, სადილის დროს – 4 წვეთი, ვახშმის დროს – 5 წვეთი.

3. მესამე დღეს დილით 5 წვეთი, სადილის დროს – 6 წვეთი, ვახშმის დროს – 7 წვეთი.

4. მეოთხე დღეს მკურნალობა 7 წვეთი ნაყენით დაიწყეთ, სადილის დროს 8 წვეთი და ვახშმის დროს 9 წვეთი დალიეთ

5. მეხუთე დღეს 10 წვეთით დაიწყეთ, სადილის დროს 11 წვეთი ნაყენი დალიეთ, ხოლო ვახშმის დროს – 12 წვეთი.

6. მეექვსე დღეს დილით – 15 წვეთი, სადილის დროს – 14 წვეთი და საღამოს – 13 წვეთი. ამ დღიდან ნელ-ნელა წვეთები ერთამდე უნდა შეამციროთ, სანამ მეათე დღეს ვახშამზე 1 წვეთის დალევა არ მოგიწევთ.

7. მე-11 დღეს, დღეში 3-ჯერ 50 მგრ რძეში გახსნილი 25 წვეთი მიიღეთ, სანამ საშუალება არ დაგიმთავრდებათ.

ნაყენი შემოდგომაზე მოამზადეთ, როცა ნიორი ახალი მოკრეფილია, უკანასკნელი მიღების პერიოდია იანვრის ბოლო, როცა ნიორი ჯერ კიდევ მოქმედია. მოგვიანებით უკვე ეფექტური არ იქნება. სისხლძარღვების გაწმენდის დროს დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი დალიეთ, რომ ღვიძლის მუშაობა შეამსუბუქოთ. რაც შეიძლება ბევრი იმოძრავეთ, ყავა, ჩაი, კაკაო არ დალიოთ, ცხარე სანელებლები და სუნელები არ გამოიყენოთ.

მკურნალობის კურსი 5 წლის შემდეგ გაიმეორეთ. სამკურნალო საშუალების გამოყენება კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს არ შეიძლება.

რა თქმა უნდა, თუ ნივრიანი ნაყენის მიღების დროს რომელიმე ქრონიკული დაავადების ან დისკომფორტის გამწვავებას იგრძნობთ, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ და ექიმს მიმართოთ.

არ დაგავიწყდეთ, გაზრდილი ქოლესტერინის დონე კომპლექსურ ხასიათს ატარებს და კვების რაციონში გარკვეული ცვილებების შეტანის გარეშე პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!