Connect with us

ჯანმრთელობა

სამეფო სანელებლის გამოყენების 5 მეთოდი წონაში დასაკლებად და ზედმეტი სითხის მოსაშორებლად

პირველ რიგში, ილი ცნობილია, როგორც არომატული სანელებელი, რომელიც კულინარიაში ფართოდ გამოიყენება. კეთილშობილი არომატის გამო სამეფო სანელებელს უწოდებენ. დიდებული გემოს თვისებების გარდა ილი ბევრ სამკურნალო თვისებას ფლობს. Alltime.ge-ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო ილი წონაში დასაკლებად.

ილი და მისი სასარგებლო თვისებები

ილს უძველესი დროიდან აიურვედში ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად იყენებენ. თანამედროვე მედიცინა ამ მოქმედებს ილის შარდმდენი თვისებებით ხსნის. ილი მუცლის ცხიმის დაგროვებას ხელს უშლის, სისხლში ცუდი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს, დიაბეტიკებში გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას აუმჯობესებს.

მცირდება მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არღვევს და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. ილი ნაწლავების მიკროფლორას აბალანსებს, რაც ორგანიზმის დამცავ ფუნქციას ზრდის და საჭმლის მონელებისთვის კარგია.

სანელებლები არა მხოლოდ კერძის გემოს აუმჯობესებენ. ალტერნატიული მედიცინის მიმართ მზარდი ინტერესი ადამიანებს აიძულებთ საკუთარ ბუფეტში ჩაიხედონ და უნივერსალური სამკურნალო საშუალებები მოძებნონ.

ილი მთელი მსოფლიოს სამზარეულოს სასიამოვნო მოტკბო არომატით ავსებს, თუმცა ისეთი პოპულარული არაა, როგორც დარიჩინი ან მიხაკი. ახლა, როცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მწვანე სანელებელს წონის დაკლების უნარი აქვს, ყველაფერი შეიცვლება.

ილი დაგროვებულ ცხიმს რამდენიმე „ფრონტიდან“ ესხმის. აიურვერდის ერთ–ერთი მთავარი პროდუქტი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს წმენდს, ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის, ამით არტერიულ წნევას ამცირებს, ქოლესტერინს აკონტროლებს და ცხიმს წვავს.

ილი გასახდომად

1. ილი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს

აიურვედის თანახმად, ზოგიერთი დაავადება ნარჩენების, ტოქსინების დაგროვებას იწვევს. მადის დაკარგვა, მონელების პრობლემები, ენაზე ნადები, პირის ღრუს უსიამოვნო სუნი, აპათია, სისუსტე, მკაფიო აღქმის დაკარგვა და კონცენტრაციის შესუსტება – ეს ყველაფერი ორგანიზმში ტოქსინების დაგროვების ნიშანია.

ისინი ენერგეტიკულ არხებს ბლოკავენ და ორგანიზმის ენერგეტიკულ დონეს აქვეითებენ. დაგროვებული ნარჩენების მოშორებას აიურვერდული მცენარეული საშუალებებით შეძლებთ. მათ შორისაა ილი. რეკომენდებულია, რომ ტოქსინების შესამცირებლად სურნელოვანი ჩაი ილით დალიოთ.

2. ილი მუცლის ცხიმის დაგროვებას ხელს უშლის

ილი მუცლის ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ, რაც გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. კვლევამ აჩვენა, რომ ილის ფხვნილი საკვები დანამატის სახით მუცლის ცხიმის დაგროვებას აფერხებს.

ვირთხებზე ჩატარებული ერთ–ერთი კვლევის ფარგლებში, ცხიმებით და ნახშირწყლებით მდიდარი რაციონის დახმარებით მუცლის ღრუში პერიტონეალური ცხიმის ინტენსიურად დაგროვება სტიმულირდებოდა. ილის ფხვნილის მიღების შემდეგ ცხოველებში ლიპიდების და ინსულინის მიმართ რეზისტენტობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლები თანდათან გაუმჯობესდა. ასევე ცხიმის დაგროვება შეჩერდა.

3. ილი ორგანიზმში სითხის დაგროვებას ხელს უშლის

სითხის შეკავება და შეშუპებაც წონის მატებას იწვევს. თუ ეჭვობთ, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი ასე გაგიჩნდათ, ილი, როგორც ნატურალური დიურეტიკი, დაგეხმარებათ.

ის გამოყოფილი შარდის რაოდენობას ზრდის. თავისი ეფექტურობით ილი ცნობილ სამკურნალო დიურეტიკებს არ ჩამორჩება.

4. ილი ცუდი ქოლესტერინის მაჩვენებლებს ამცირებს

ილის ცხიმისმწველი თვისებები სისხლში ქოლესტერინის შემცირებას ხელს უწყობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი აქვთ (ჭარბწონიანი ადამიანის ტიპიური პრობლემა). ერთ–ერთმა კვლევამ, რომელშიც ჭარბწონიანი და პრედიაბეტის მქონე ქალები მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ მწვანე ილის ფხვნილი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს.

ამრიგად, საერთო ქოლესტერინის დონე უმჯობესდება. თუმცა კარგი ქოლესტერინიც ოდნავ მცირდება. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ეს მცირე კლებაა. კვლევის შედეგების მიხედვით მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ილი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის ზრდას აფერხებს.

5. ილი ნაწლავებში მეტეორიზმს ამცირებს

კუჭის ქრონიკული მოუნელებლობა ნაწლავებში გაზების ზრდას იწვევს. ილი ტრადიციულ მედიცინაში კუჭ–ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ პოპულარული საშუალებაა. ილის ექსტრაქტი შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ისეთ გავრცელებულ ბაქტერიებს, როგორიცაა ნაწლავების ჩხირები და ოქროსფერი სტაფილოკოკი.

ილის ეთერზეთს ლურჯჩირქოვანი ჩხირის მიერ გამოწვეული ინფექციების მიმართ ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ილის ანტიმიკრობული მოქმედება ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორას ხელს უწყობს და ნორმალურ საჭმლის მონელებას აღადგენს.

როგორ ჩავრთოთ ილი კვების რაციონში სწორად

ილი ახლო აღმოსავლურ და ინდურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება. ყავას და ჩაის კარგად ეთავსება. ამისთვის ილის თესლი დაფშვენით. მწიკვი დაქუცმაცებული ილი ჩაის ან ყავას დაუმატეთ. ილი სასმელს თავის არომატს სწრაფად ანიჭებს. ისღა დაგრჩენიათ ისიამოვნოთ და წონაში დაიკლოთ.

რა თქმა უნდა, ილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ კარგ შედეგებს და ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებთ. ამ სანელებელს რიგი უკუჩვენებები აქვს, ამიტომ გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.