ჯანმრთელობა
ეს პოპულარული სასმელი დემენციის რისკს სამჯერ ზრდის
იცით რა არის საჭირო ასაკობრივი დემენციის თავიდან ასაცილებლად? ტვინის ვარჯიში, ახლის შესწავლა, მეტი ურთიერთობები, სწორი კვება, სპორტი და ბევრი სითხის მიღება. სითხე საშიშ ცილებს ხსნის. თუმცა ეს მხოლოდ სასარგებლო სასმელს ეხება. ყველასთვის პოპულარული სასმელები არა თუ სასარგებლო არამედ საშიშიც არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
გემრიელი და საშიში
უკვე მრავალი წელია ექიმები ტკბილი და გაზიანი სასმელების მოხმარებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ, რადგან მათში შემავალი ფრუქტოზა და სახარი საშინელ გავლენას ახდენს ჩვენს გულსა და სისხლძარღვებზე, სერიოზულად ზრდიან მეორე ტიპის დიაბეტის რისკს და გავლენას ახდენენ ოსტეოპოროზზე. მათ სიმსივნის განვითარების რისკიც შეიძლება გაზარდონ.
ცოტა ხნის წინ ჟურნალ Alzheimer’s & Dementia-შია გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელმაც დაამტკიცა, რომ შაქარი და ფრუკტოზა რომელსაც სასმელები შეიცავს, ტვინის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ტკბილი სასმელების რეგულარულ მომხმარებლებში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობელემები აღოაჩინა.
ჟურნალ Stroke-ში გამოქვეყნებულმა კიდევ ერთმა კვლევამ, დაადასტურა, რომ იმ ადამიანებში რომლებიც გაზიან სასმელებს ყოველდღე სვამენ, ასკობრივი ჭკუასუსტობის განვიტარების რისკი სამჯერ მაღალია.
როგორ მოქმედებენ ტვინზე გაზიანი სასმელები?
პირველი კვლევს ავტორებმა 4 000 მოხაისის მაგნიტო რეზონანსური ტომოგრამა და კოგნიტური ტესტები შეისწავლეს. შეიქმნა ჯგუფი რომელშიც ისეთი ადამიანები შედიოდნენ რომლებიც დღეში ორ ან მეტ ნებისმიერი სახის ტკბილ სასმელს სვამდა ან სამი კვირის მანძილზე ყოველდღიურად მიირთევდა ტკბილ გაზიან სასმელს. ამ ჯგუფში მეცნიერებმა ტვინის სწრაფი დაბერება შენიშნეს. მათ ცუდი ეპიზოდური მეხსიერება და ჰიპოკამპის შემცირება აღენიშნებოდათ, ეს ფაქტორები ალცჰეიმერის განვითარების ადრეულ სტადიას ახასიათებს.
შემდეგ ჩაატარეს მეორე კვლევა, რომელშიც ინსულტისა და დემენციის შემთხვევებს იკვლევდნენ. მეცნიერები 7 წლის განმავლობაში, 3 სხვადასხვა ტერიტორიაზე სწავლობდნენ მოხალისეთა მიერ ტკბილი სასმელების გამოყენებას. შემდეგ 10 წლის განმავლობაში 45 წელს გადაცილებულ 2888 ადამიანში ეძებდნენ ინსულტის დამადასტურებელ ნიშნებს და 60 წელს გადაცილებულ 1484 ადამიანში კი დემენციის ნიშნებს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებში რომლებიც დრეში 1 ჭიქა დიეტურ გაზიან სასმელს მაინც სვამდნენ – ინსულტისა და ჭკუსუსტობის განვითარების რისკები სამჯერ იზრდებოდა.