Connect with us

ტესტები

ჩანთის ტარების მანერა, თქვენზე ბევრ რამეს მოგვითხრობს

ჩვენი ქმედებები ჩვენს ბუნებას აღწერენ. ამ ტესტში თქვენს მიერ სამყაროს აღქმას გავარკვევთ. შეხედეთ სურათს და აირჩიეთ თუ რომელი ფიგურის მსგავსად ატარებთ ჩათას.

პირველი ფიგურა

ადამიანები რომლებიც ჩანთის ნაცვლად ზურგჩანთას ირჩევენ – თავგადასავლების მოყვარულები არიან და ყოველთვის ინტერესდებიან სიახლეებით. ისინი ზურგჩანთას იმიტომ ამჯობინებენ, რომ ისინი უფრო მოსახერხებლები და ტევადები არიან. მათში თავსდება ყველაფერი რაც შეიძლება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში დაგვჭირდეს: კბილის ჯაგრისიდან ასანთამდე. ისინი ნებისმიერ მომენტში არიან მზად თავგადასავლისა და მოგზაურობისთვის. ბუნებით სპონტანურები და ამავდროულად საიმედოებიც არიან. მათთან ერთად ნებისმიერი სირთულის გადასალახად შეიძლება წასვლა.

მეორე ფიგურა

ჩანთას ხელით ის ადამიანები ატარებენ რომლებსაც სიტუაციაზე კონტროლი სურთ, თუმცა ეს არა უარყოფითი განზრახვით, არამედ მოულოდნელობისგან თავდასაცავად ხდება. მათ ეშინიათ რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდება და წინ კრახი ელით. ადამიანები, რომლებიც ჩანთით ხელში გადაადგილდებიან გულწრფელები და უშუალოები არიან. ზრუნავენ ახლობლებზე და მათ როგორც ყველაზე დიდ განძს ისე უფრთხილდებიან.

მესამე ფიგურა

ჩანთის ამგვარად მატარებლებს როგორც წესი წიგნები უყვართ. ასე იმიტომ დადიან, რომ ამგვარად მეტ წონას აწევენ. მეტრო, ავტობუსის გაჩერება თუ კაფე – ისინი ნებისმიერ ადგილას ახერხებენ წიგნის გადაშლას და კითხვას. მათ დიდი ტაქტი აქვთ და სხვებს სიართლეს დამცირების გარეშე ეუბნებიან.

მეოთხე ფიგურა

მხარზე ჯვარედინად გადაკიდებული ჩანთის ტარება ფრთხილ ადამიანებს ახასიათებთ. ისინი გარესამყაროს არ ენდობიან. ისინი ნივთებს ისე ატარებენ, რომ არავინ მოიპაროს. როგორც წესი ეს ადამინები გულუხვები არიან, აფასებენ გულწრფელ მეგობრობას და ნამდვილ სიყვარულ. ისინი საყვარელი ადამიანის ღიმილის დასანახად ბევრ რამეს დათმობენ.

მეხუთე ფიგურა

ისინი არაორდინალური და მჩქეფარე ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობა საინტერესო და შთამაგონებელია. ეს ადამიანები ჩანთას ძალიან უცნაურად ატარებენ, რათა ხელები გაითავისუფლონ, ისინი ხომ მათ საკუთარი თავის გამოხატვაში ეხმარებიან. მათთვის სხეულის ენა გაცილებით მნიშვნელოვანია.