სხვა
როგორ გავაფართოვოთ ტყავის ფეხსაცმელი სახლის პირობებში
ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია როდესაც ახალი შეძენილი ფეხსაცმლის ტარება შეუძლებელი ხდება იმის გამო, რომ გვიჭერს ან კანს გვიხეხავს. ამ სტატიაში გასწავლით როგორ გაწელოთ ტყავის ფეხსაცმელი ისე, რომ მისი ტარება დისკომფორტსა და ტკივილის აღარ იწვევდეს.
ეს მეთოდი ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმლისთვის გამოგადგებათ, მისი გამოყენების ერთადერთი მთავარი პირობა ის გახლავთ, რომ ფეხსაცმელი აუცილებლად ნატურალური ტყავის უნდა იყოს.
ამ მეთოდისთვის ორი ცალი კარტოფილი დაგჭირდებათ.
კარგად გარეცხეთ კარტოფილი და კარგად მოხარშეთ. შემდეგ მდუღარე წყლიდან ამოიღეთ და გაამშრალეთ. ახლა კი მოქმედების ორი ვარიანტი გაქვთ:
1. კარტოფილი გაფცქვენით და საცხობ ქაღალდში შეახვიეთ. ერთი ფენა საკმარისი იქნება. კარტოფილები ფეხსაცმლის ორივე ცხვირში მოათავსეთ, კარგად ჩატენეთ და მთელი ღამით დატოვეთ.
2. კარტოფილი არ გაფცქვნათ. კარგად დაჩხვლიტეთ, ფეხსაცმლის ცხვირში მოათავსეთ და მთელი ღამით დატოვეთ.
რატომ მუშაობს ეს მეთოდი
როგორც იცით კარტოფილი სახამებელს შეიცავს, ეს კი სითხის აორთქლებას უწყობს ხელს. ღამის განმავლობაში მოხარშული ბოსტნეული გაშრება და მთელ სითხეს ფეხსაცმლის კანი შეიწოვს. ამის გამო ტყავის ფეხსაცმლის გაწევა მხოლოდ წინა მხარეს არის შესაძლებელი. სითხე ტყავს ელასტიურს ხდის. ნუ შეგეშინდებათ ეს ფეხსაცმლის ხარისხზე არანაირად არ მოქმედებს.
ფეხის ტერფში უამრავი ნერვული დაბოლოებაა, რომლებიც ჩვენს თვითშეგრძნებაზე დიდ გავლენას ახდენს. ასაკთან ერთად ხვდებით, რომ ფეხსაცმლის შეძენისას ჯერ მთავარია მისი კომფორტულობა და შემდეგ მისი სილამაზე.