Connect with us

ყვავილები

ამ მეთოდით კარტოფილის მოსავლის შემდეგ დასუსტებულ მიწას ნაყოფიერებას დაუბრუნებთ

როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი საკუთარ ნაკვეთზე? ნაკვეთზე გაზრდილი ხილი და ბოსტნეული უკვე ავიღეთ, ანუ დროა მიწა ზამთრისთვის და მომავალი დასარგავი სეზონისთვის მოამზადოთ. წესების მთელი ნაკრები არსებობს, რომელიც დამწყებ მებაღეებს დაეხმარება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი რჩევებია ეფექტური და რომელზე დროის დახარჯვა არ ღირს.

როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი – მიწის მომზადება ზამთრისთვის. მიწაზე კარტოფილის ან სხვა ბოსტნეულის ნარჩენები არ დატოვოთ. ერთი საქმეა, როცა რამდენიმე კარტოფილი ვერ დაინახეთ, და მეორე, თუ ბევრი ნარჩენი განზრახ დატოვეთ. ეს სხვადასხვა სარეველებსაც ეხება. მიწა მათგან გაწმინდეთ და შემდეგ გააფხვიერეთ.

გამოცდილი მებოსტნეები გირჩევენ რეგულარულ თესლბრუნვაზე იზრუნოთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მიწა დარგული ბოსტნეულის მომავალ ნაყოფს ბევრ სასარგებლო ვიტამინს აძლევს. ამის გამო მისი რესურსები იკლებს და მომავალ წელს კარგ მოსავალს არ ელოდოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი კომბინაციაა საუკეთესო სწორი თესლბრუნვისთვის.

მაგალითად, კარტოფილის შემდეგ რეკომენდებულია სტაფილოს, ხახვის, ნივრის ან ლობიოს დარგვა. სტაფილოს შემდეგ – პომიდვრის, ბადრიჯნის, კომბოსტოს. კომბოსტოს შემდეგ – კიტრის, გოგრის, სტაფილოს. ინტერნეტ სივრცეში ბევრ სასარგებლო წიგნს იპოვით, რომლებიც თესლბრუნვის არსის შესწავლაში დაგეხმარებათ. ეს თქვენი მოსავლის კეთილდღეობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

საყვარელი დამხმარეები

რა თქმა უნდა, მომავალ წელს მთელ ნაკვეთზე თესლბრუნვისთვის შესაფერისი ბოსტნეულის დარგვა არ ღირს. ეს თანდათან, ნაწილობრივ გააკეთეთ. ყოველთვის ბოსტნეულის კულტურების გამოყენება აუცილებელი არაა. სიდერატებიც დაგეხმარებათ. სიდერატები – მცენარეები, რომლებიც მიწის მდგომარეობას აუმჯობესებენ. მათ მიეკუთვნება: მდოგვი, ცერეცო, ჭვავი, წიწიბურა, ცერცველა (მდოგვს ჰგავს), რაფსი და სამყურა.

სიდერატები მიწას აზოტით ამდიდრებენ და ფესვების სისტემით მიწის გაფხვიერებას ხელს უწყობენ. მოთიბვის შემდეგ სიდერატები შეგიძლიათ სასუქად გამოიყენოთ, კომპოსტის ორმოს დაუმატოთ. უფრო მეტიც, ასეთი მცენარე ბევრ მწერ–მავნებელს არ უყვარს. ისინი მცოცავ მუხლუხებს ებრძვიან. სიდერატებად გამოგადგებათ ყვავილები (რთულყვავილოვანი, გულყვითელა, მზესუმზირა) და ზოგიერთი სამკურნალო მცენარე (პიტნა, გვირილა).

სასარგებლო ჭიებს გვერდს ვერ ავუვლით. ისინი ორგანულ სასუქში თავს კარგად გრძნობენ, რომლებიც მიწაში დასამატებლად ასევე რეკომენდებულია. კომპოსტი, ნეშომპალა, ნაცარი გამოგადგებათ. მაგალითად, ნაცარი სჯობს მოსავლის აღების შემდეგ და დარგვამდე დაუმატოთ. ჭიები მიწის გაფხვიერებას ხელს უწყობენ, ორგანული ნივთიერებებით და ჟანგბადით ამდიდრებს. ყველა მებოსტნემ იცის, რომ ჭიებით დასახლებული მიწა კარგ მოსავალს იძლევა.

როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი შერეული დარგვით

მდიდარი მოსავლისთვის შეგიძლიათ მცენარე–თანამგზავრი დარგოთ. ესაა ხავერდა, რეჰანი, ბეგქონდარა, გვირილა, როზმარინი. აყვავებული კომპანიონი მცენარეები სასარგებლო მფრინავ მწერებს იზიდავენ, რაც ბოსტნეულის დამტვერვას ხელს უწყობს, ანუ ნაყოფიერებას ზრდის. შერეულ დარგვამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ. მთავარი ბოსტნეულისთვის თანმხლები მცენარე სწორად შეარჩიეთ.

ითვლება, რომ კამისა და ხახვის, მდოგვისა და ჭარხლის ახლო მეზობლობა მათ გემოს აუმჯობესებს. ოხრახუში პომიდორზე დადებით გავლენას ახდენს, ხოლო ქინძი ან პიტნა კარტოფილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი ოჯახის კულტურები ერთად არ დარგოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთმანეთის გვერდით დარგოთ ისეთი მცენარეები, რომელთაც მზის სინათლე სჭირდებათ ან არ სჭირდებათ. მაგალითად, თანამგზავრმა მცენარემ მთავარი მცენარე შეიძლება დაჩრდილოს, რაც მას დიდს და გემრიელს, სავარაუდოდ, ვერ გახდის.

მოდით, გავიმეოროთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც ყველა მზრუნველ მებაღეს მომავალ წელს კარგი მოსავლის მიღებაში დაეხმარება. მცენარეების შერეული დარგვა, ორგანული სასუქი, სიდერატების გამოყენება, აუცილებელ თესლბრუნვა, სასარგებლო ჭიები და მიწის დასვენება. ეს ყველაფერი მიწას სასარგებლო ელემენტების შევსებაში დაეხმარება, მაგრამ დასვენების დროსაც დამუშავება სჭირდება. ერთ წელში გადაბარეთ, რომ მიწის ზედა ფენა ზედაპირზე აღმოჩნდეს.

დაუღალავო მშრომელო, წარმატებას გისურვებთ! ვიმედოვნებთ, რომ მიწა ინტენსიური შრომისთვის უხვად დაგაჯილდოებთ. ძალიან მალე, მთელი თქვენი ოჯახი საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულით ისიამოვნებს.