სხვა
ნატურალური ყავის გამოყენების რამდენიმე მეთოდი
გამოცდილმა დასახლისებმა შესანიშნავად იციან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სხვადასხვა საკვები პროდუქტები სხვადასხვა დანიშნულებით. მაგალითად ჩაის ერთჯერადი შეკვრა ფეხსაცმლიდან სუნის მოსაშორებლად გამოგადგებათ, ბანანის ქერქი ერცხლის ნივთებს აპრიალებს, ხოლო ნატურალი ყავის გამოყენების ხრხებს კი ამ სტატიაში წაიკითხავთ.
ყავის გამოყენების 10 უჩვეულო ხერხი
1. ლარნაკში ყვავილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ყავა მოხარშეთ, წყალში გააზავეთ და ყვავილებ დაუსხით. აზოტის, მაგნიუმისა და კალიუმის მეშვეობით ყვავილები უფრო დიდხანს გაძლებენ.
2. მათ ვინსაც სახლში ბუხარ აქვთ იციან, რომ ბუხრის წმენდა საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია. იმისთვის, რომ ლაგებისას ნახარი ღრუბლად არ იქცეს – მას ყავის ნალექი შეურიეთ. ყავა დამძიმებს ნაცარს და ის ჰაერში აღარ გაიფანტება.
3. ყავის ნალექი ხორცის ტექსტურას უფრო რბილსა და ნაზს გახდის. ხორცის ნაჭერს მომზადებამდე 2 საათით ადრე ყავის ნალექი წაუსვით და შედეგად ხრაშუნა ქერქს მიიღებთ.
4. ყავის ნალექი არაჩვეულებრივად უმკლავდება თეფშსა და ტაფებზე არსებულ დაბნძურებებს. ის ტანის სკრაბადაც გამოგადგებათ. ღრუბელის მეშვეობით ყავის ნალექი დაბნჯურებებს წაუსვით, გახეხეთ და შემდეგ ჩვეულებისამებრ გარეცხეთ.
5. თუ შინაურმა ცხოველმა ხალიცა დაგისვარათ, ყავის ფლტრში ყავის ნალექი ჩაყარეთ, დაადევთ ლაქას და მტელი ღამით დატოვეთ. დილით ფილტრი აიღეთ და გაწმინდეთ. თუ ძლიერი მტვერსასრუტი გაქვთ, შეგიძლიათ ნალექი ხალიჩაზევე დაყაროთ დილით კი მტვერსასრუტის მეშვეობით გაწმინდოთ.
6. ყავა მწერებისთვის ტოქსიკურ ნივთიერებას – დიტრპენს შეიცავს. ამიტომ ყავის ნალექი კოღოების, ხოჭოებისა და სხვადასხვა მწერების დასაფრთხობად გამოგადგებათ. დაყარეთ ყავის ნალექი ბაღში, იმ ადგილებში სადაც ისვენებთ ან მუშაობთ ხოლმე, შეგიძლიათ ნალექიანი ყავა ან ჯამიც დაიდგათ.
7. თუ ყავის ნალექს მცენარის ღეროს გარშემო შემოაყრით, ეს მათ მავნე მწერებისგან დაიცავთ.
8. თუ ყინულოვანი ზამთრის გეშინიათ, ყავის ნალეი შეაგროვეთ, ის მარილის შესანიშნავი ჩამნაცვლებელია და დაყრი შემთხვევაში ნიადაგს და გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად გამომშრალი ყავის ნალექი უნდა გამოიყენოთ. მისი შენახვა ნაჭრის ტომრებსა და შუშის ქილებში შეგიძლიათ.
9. ყავა შეიცავს აზოტს, რომელიც უსიამოვნო სუნს აქრობს. შესაბამისად მისი არომატიზატორის სახთ გამოყენებაც შეგიძლიათ. მოათავსეთ ყავის ნალექი ყავის ფილტრში, კარგად შეკარით და კარადაში, ფეხსაცმელებში ან ნებისმიერ ადგილას დადევით.
10. ყავის მეშვეობით უსიამოვნო სუნის მოშორება მაცივრიდანაც შეიძლება. ყავის ნაკექი ჭიქაში მოათავსეთ და მაცივარში შედგით. შედეგად მასში არსებული ყველა არომატი განეიტრალდება.
ახლა უკვე იცით, თუ რაში შეიძლება გამოიყენოთ დილით მომზადებული არომატული სასმელის ნალექი. იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ!