სხვა
გლიცერინის გამოყენება საყოფაცხოვრებო საქმეებში
ცოტა ხნის წინა აღმოვაცინე, რომ გლიცერინს საყოფაცხოვრებო საქმეებშიც იყენებენ. შედეგები უბრალოდ გასაოცარია, თითქოს ის სახლის დალაგებისთვის შექმნეს. დრევანდელ სტატიაში გლიცერინის გამოყენების ხერხებს მოგითხრობთ, რომლებიც არა მხოლოდ სახლის დალაგებისას არამედ, ლაქების ამოყვანასა და ყვავილებისთვის მიწის განოყიერებაშიც კი დაგეხმარებათ.
როგორ გამოვიყენოთ გლიცერინი სახლის დალაგებისას
იატაკების მბზინვარება
იატაკის მოწმენდის შემდეგ, სასურველი მბზინვარების მისაღებად, წყალში ცოტაოდენი გლიცერინი ჩააწვეთეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით და გლიცერინის გარეშე ამ პროცედურად აღარასდროს ჩაატარებთ!
არანაირი მტვერი
აღმოჩნდა, რომ მუზეუმის თანამშრომლება ამ საიდუმლოს შესახებ დიდი ხანია იციან. თუ ნივთებს გლიცერინიან ხსნარში დასველებული ტილოთი გაწმნედთ მას მტვერი დიდხანს არ დაედება.
ლაქების ამოყვანა
აქაც ჩვეულებრივი გლიცერინი დაგვეხმარება. თუ სამოსზე კენკრის ლაქა გაქვთ, მას გლიცერინი წაუსვით და 1,5 საათით გააჩერეთ, შემდეგ კი მარილიან წყალში გაავლეთ.
ჩაის, ყავისა და შოკოლადის ლაქების ამოსაყვანად: მარილი და გლიცერინი შეურიეთ, შედეგად ფაფის კონსისტენცია უნდა მიიღოთ. ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად კი გლიცერინი პრობლემურ ადგილს უნდა წაუსვათ და ნახევარი საათის შემდეგ ლაქა მარლით გაწმინდოთ.
ყვავილებისთვის
თუ გსურთ, რომ თქვენმა საყვარელმა ყვავლებმა ლარნაკში უფრო დიდხანს გაძლონ, წყალში ცოტაოდენი გლიცერინი ჩაამათეთ. 0,5 ლიტრ წყალზე – 1 ლიტრი სუფრის კოვზი საშუალება საკმარისია. ესეთი ეშმაკობა შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიომეოროთ, თუმცა ჯერ ლარნალკში წყალი უნდა გამოცვალოთ და ყვავილებს ღეროს ბოლოები მოაჭრათ.
ტყავის ავეჯისთვის
ტყავის ავეჯის მფლობელემა შესანიშნავად იციან, რომ დროდადრო ნებისმიერ დივანზე ჩნდება ნახეხები და ნახეთქები. ზედაპირის გადასარჩენად – ბამბის ქსოვილი გლიცერინში დაასველეთ. შემდეგ საგულდაგულოდ გაწმინდეთ ავეჯი. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ რათა შედეგი თვალსაჩინო გახდეს.
რბილი თეთრეული
ალბათ შეგიმჩნევიათ რომ გარეცხვის შემდეგ პირსახოცები და რბილი თეთრეული ძალიან უხეში ხდება. ამ შემთხვევაშც გლიცერინი გიხსნით. ამისთვის 3 ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზი გლიცერინი გახსენით. ნივთები ამ ხსნარში ნახევარი საათით ჩაალბეთ და შემდეგ ნიშადურის სპირტისა და წყლის ნაზავში გადაიტანეთ. მისი მომზადება იოლია: 1 ცაის კოვზ ნიშადურის სპირტს 1 ლიტრ წყალში გახსნით. ნივთები კარგად გაავლეთ და გააშრეთ.
სუფთა ფანჯრები
სამწუხაროდ მტვერი ფანჯრებზეც ჩნდება. ამ პრობლემის მოსახსნელად ერთმანეთ შეურიეთ ეთილის სპირტი და გლიცერინი – 1:0 შეფარდებით. შეგიძლიათ ხსნარს ნისადურის სპირტიც დაუმატოთ. შედეგად ფანჯრების საწმენდ შესანიშნავ საშუალებას მიიღებთ! თუ სათვალის შუშას გლიცერინით გაწმენდთ, შუშები აღარ დაიორთქლავს.
ნიადაგის განოყიერება
გლიცერინი – ოთახის მცენარეების მოყვარულებსაც დაეხმარება. 10 ლიტრ წყალში აურიეთ 100 მილიგრამი გლიცერინი და ყვავილებს ეს სითხე დღეგამოშვებით ან თუნდაც ყოველდღე დაუსხით. ფოთლების საწმენდი სითხის მოსამზადებლად 100 მილიგრამი გლიცერინი 1 ლიტრ წყალში გახსენით.
ამ სტატიაში გლიცერინის გამოყენების ბევრი ახალი ხერხი სიწავლეთ, როგორც ხედავთ ის არა მხოლოდ მედიცინასა და კოსმეტოლიგიაში, არამედ საყოფაცხოვრებო სფეროშიც ფართოდ გამოიყენება.