Connect with us

თავის მოვლა

შინაურული სახის ნიღაბი ჟელატინით დროს უკან დააბრუნებს

სახის ნიღბები ეფექტური მეთოდია, რომ კანი აუცილებელი კომპონენტებით გამოკვებოთ. სახე უფრო გლუვი, ახალგაზრდული და ლამაზი რომ გახდეს, Alltime.ge-ს რედაქცია განსაკუთრებულ ნიღაბს გთავაზობთ. მისი მთავარი ინგრედიენტები ჟელატინი და გლიცერინია. ამ ნიღბის გამოყენებით დროს უკან დააბრუნებთ და ჩამოწელვის პროცესს მნიშვნელოვნად შეანელებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 100 მლ უგაზო მინერალური წყალი
  • 100 მლ გლიცერინი
  • 1 წვეთი ლავანდის ზეთი
  • 1 აბი ასპირინი

რეცეპტი:

  1. პლასტმასის ან მინის თასი მოამზადეთ.
  2. მასში ჟელატინი ჩაყარეთ და მინერალური წყალი დაასხით. 30 წუთით გააჩერეთ.
  3. ასპირინი დაფშვენით. ძალიან ცოტა, დანის წვერით დაგჭირდებათ.
  4. ყველა ინგრედიენტი გასიებულ ჟელატინს დაუმატეთ.
  5. თასი ცხელი წყლით სავსე თასში ჩადეთ.
  6. მინის ან პლასტმასის ნივთით ნარევს აურიეთ.
  7. მიღებული ერთგვაროვანი მასა გააგრილეთ.

გამოყენება:

  1. სახე გაიწმინდეთ.
  2. ნიღაბი თანაბრად გადაინაწილეთ.
  3. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  4. კრემი წაისვით.

ჟელატინის სახის ნიღაბი საღამოს, დაძინებამდე 90-120 წუთით ადრე გამოიყენეთ. კურსი – 5 დღე, კვირაში 2-ჯერ.

ნიღაბი კარგია იმით, რომ მისი შენახვა შეგიძლიათ. გრილ ადგილას დადეთ, მაცივრის კარი გამოგადგებათ. გამოყენების წინ კომფორტულ ტემპერატურამდე ცოტა შეათბეთ.

ნიღბის მოქმედების შედეგს ძალიან მალე დაინახავთ. ჟელატინი ხომ კოლაგენის წყაროა. რაც შეეხება გლიცერინს, ის სასიცოცხლო სითხეს აკავებს. ასეთი ურთიერთქმედება საოცარ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს იძლევა.