ტესტები
ზღვა გეტყვით ღირს თუ არა ნერვიულობა თქვენს დიდ გეგმებზე: ექპრეს-წინასწარმეტყველება
აირჩიეთ ზღვის სურათი. ის მოგითხრობთ თუ რა გაწუხებთ და ღირს თუ არა ამაზე ნერვიულობა.
1. მშვიდი ზღვა
სიმშვიდისა და გრძელვადიანი გეგმების გადახედვის პერიოდი გელით. ყური მიუგდეთ თქვენს შინაგან ხმას: ამ დროს თქვენი შინაგანი სამყარო განსაკუთრებულად კონტაქტური იქნება. დაისვენეთ სამყაროს ამაოებისგან და თქვენს თავსა და ახლობლებს სიმყუდროვე, სითბო და სიმშვიდე აჩუქეთ.
თქვენს სულში დამკვიდრებული სიჩუმე და სიმშვიდე თქვეს გარემოზეც აისახება. ახლობლები და საყვარელი ადამიანები ამ სასიამოვნო ცვილებას შენიშნავენ – ელოდეთ საჩუქრებს თუ ყურადღების სხვა გამოხატულებებს. ამას ნამდვილად იმსახურებთ!
2. შტორმი
დიდი ვარაუდით თქვენი მეოცნებე ხასიათი შეიცვლება. ამას აღელვებული ზღვა გვეუბნება. ამ ცვლილების შემდეგ ან უფრო ძლიერი და ბრძენი გახდებით ან დროებით ფარ-ხმალს დაყრით. არჩევანი მხოლოდ თქვენს ხელთაა.
ცხოვრებისეული შტორმი არა მხოლოდ შეგაცბუნებთ არამედ თქვენს ფიქრებსაც განაახლებს. მღელვარება გაივლის, თქვენი შეხედულებები კი შეიცვლება. ისწავლთ უფრო მარტივად უყუროთ იმას რაც ადრე ზედმეტად გაღელვებდათ.
3. მიქცევა
მალე არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით: უნდა შეუდგეთ თუ არა დიდი პროექტის განხორციელებას თუ აჯობებს დროებით გადადოთ. თუმცა ზღვა გკარნახობთ, რომ ეს იდეა დროებით, უკეთესი მომენტისთვის უნდა გადადოთ. ახლა აჯობებს კარგად გააზრებული სამომვალო გეგმებისთვის გამონახოთ დრო.
რჩევა: ამოწერეთ ყველა დაუსრულებელი საქმის სია და მათი აქტუალურობა შეაფასეთ. დაიწყეთ მცირედით, გაწერეთ ნაბიჯები ფანქრით და მიაწერეთ მათი გადაწყვეტის გზები. დაწერეთ თუ რა უნდა გააკეთო პირველ რიგში ამ მნიშვნელოვანი საქმის გადასაწყვეტად. თქვენ ხომ თავადაც გესმით, რომ კარგად გაწერილ გეგმას – შესრულების გაცილებით მეტი შანსები აქვს!
4. მოქცევა
უახლოეს მომავალში ძალების მოზღვავება გელით. საქმეებში სიმშვიდე და ურთიერთგაგება დაისადგურებს! თუ შეეცდებით ნამდვილად შეძლებთ ცხოვრების ეს ნათელი პერიოდი დიდი ხნით გაახანგრძლივოთ.
დარწმუნებით იმოძრავეთ თქვენი გეგმების შესრულებისკენ მიმავალ გზაზე. ეს გზა შეიძლება არც ისეთი იოლი აღმოჩნდეს როგორც გგონიათ, თუმცა საერთო ჯამში დაწყებულის ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. ზღვა გვეუბნება, რომ მგზავრი – გზის ბოლომდე დაძლევასა და ათვისებას შეძლებს!