Connect with us

თავის მოვლა

როგორ ვუვლი სახის კანს აგარაკზე (52 წლის ვარ). საყვარელი ხილის ნიღბები

ზაფხული საუკეთესო დროა, რომ რაციონი გაამდიდროთ და კოსმეტიკური საშუალებების ნაკრები შეავსოთ. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ კვლებიდან მოკრეფილი ნატურალური პროდუქტების დახმარებით კანზე იზრუნოთ. ბოსტნეულის და კენკრის ჯადოსნური თვისებების შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. ისინი კანს კარგად კვებავენ და ასუფთავებენ. თქვენთვის საუკეთესო ნატურალური სახის ნიღბები შევაგროვეთ.

ასეთ მოვლას დიდი დრო არ სჭირდება. სანამ ვახშამს ამზადებთ, ამავდროულად ნიღაბი გაიკეთეთ. მარტივი და ხელმისაწვდომი კოსმეტიკა ძალიან ეფექტურია. ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი ნიღბების რეგულარული გამოყენებისას კანი სიჯანსაღით და სილამაზით იბრწყინებს. ცდად ღირს.

ნატურალური სახის ნიღბები კვლებიდან

ნიღაბი რომ მოამზადოთ ხარისხიანი პროდუქტი გამოიყენეთ. თუ ნიღაბს გაზავება სჭირდება, ამისთვის კეფირი ან იოგურტი დანამატების გარეშე გამოიყენეთ. ნიღაბი უფრო სქელი რომ გახდეს, სახამებელი, ჭვავის ფქვილი ან დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები დაუმატეთ. ყურადღება არა მხოლოდ სახეს, არამედ ყელს და დეკოლტეს ზონას მიაქციეთ. სწორედ ეს ნაწილები სწრაფად ბერდება. ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

ბოსტნეულის ნიღბები

1. გამაღიავებელი კარტოფილის ნიღბის მოსამზადებლად კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ და 0,5 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ.

2. დამატენიანებელი და მატონიზირებელი კიტრის ნიღაბი. პატარა კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ. თაფლი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი (თითოეული ინგრედიენტი 1 ჩ/კ ) დაუმატეთ და აურიეთ.

3. ცხიმიანი, პრობლემური კანისთვის გოგრის ნიღაბი გამოგადგებათ. ის გამონაყარს და შავ წერტილებს გააქრობს, კანს უფრო გლუვს გახდის. მოხარშული გოგრის პატარა ნაჭერი პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ. 1 ჩ/კ ლიმონის ან კენკრის წვენი და 2 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ.

4. ტკბილი წიწაკის ნიღაბი. ნარევი კანს სისუფთავის შეგრძნებას დაუბრუნებს. ის ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, შეშუპებას აქრობს და უჯრედების დაყოფას აჩქარებს. წიწაკა დააქუცმაცეთ და 1 ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ იოგურტი აურიეთ.

5. სალათის ნიღბისთვის 5 ფურცელი აიღეთ და კარგად დანაყეთ. შემდეგ ზეითუნის ზეთი წაუსვით და სახეზე დაიდეთ. დამატენიანებელი ეფექტი დიდხანს არ დააყოვნებს.

6. თუ სახის კანის გაახალგაზრდავება გსურთ, ისპანახის ნიღაბი გამოიყენეთ. უბრალოდ 3 ს/კ დაქუცმაცებული მწვანილი კვერცხის გულს აურიეთ.

7. კანს გაუხეშებული ნაწილები რომ მოაშოროთ, სტაფილოს სკრაბი გამოიყენეთ. ბოსტნეულ წვრილ სახეხზე გახეხეთ. 2 ს/კ სტაფილო და 1 ს/კ დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები აურიეთ. მსუბუქი წრიული მოძრაობით წაისვით.

8. საფუარის ნიღაბი პირშუშხით კანს ბუნებრივ ფერს დაუბრუნებს. 1 ჩ/კ ხმელი საფუარი 2 ს/კ ნაღებში გახსენით და 1 ს/კ გახეხილი პირშუშხას ფესვი დაუმატეთ. ნიღბის წასმამდე ბამბის დისკი შავი ჩაის ნაყენში დაასველეთ და თვალებზე დაიდეთ. ნიღაბი მხოლოდ სახეზე შეგიძლიათ გამოიყენეთ.

კენკრის ნიღბები

კენკრის ნიღბები შეგიძლიათ ყოველდღე წაისვათ. საკმარისია ცოტა ჟოლო, მარწყვი, ბალი ან მოცხარი აიღოთ, ოდნავ დაჭყლიტოთ და კანზე გადაინაწილოთ. კენკრის ნიღაბი კანს შესანიშნავად კვებავს, წმენდს და აღიავებს. ნამდვილი აღმოჩენა სახის სრულყოფილად მოსავლელად.

კოსმეტიკური ყინული

შინაურული ტონიკის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილი ბეგქონდარა, უსუპი, ოხრახუში, პიტნა, ბარამბო, სალბი, ლიმონურას ფოთლები, სააფთიაქო გვირილას ყვავილები, გულყვითელა და დედოფლის ყვავილი, ასკილის ფურცლები და ვარდი.

მოწონებული თაიგული შეაგროვეთ, დააქუცმაცეთ და 3 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 10 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ამის შემდეგ კიდევ 1 საათით დააყენეთ.

თვითნაკეთი ტონიკი სწრაფად ფუჭდება, ამიტომ სჯობს საყინულეში შეინახოთ. ნაყენი ყინულის ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ. ყოველ დილით, დაბანის შემდეგ სახე ბალახების ყინულის კუბით გაიწმინდეთ.

თქვენს კანს ნატურალური კოსმეტიკით შესანიშნავი ყოველდღიური მოვლა აჩუქეთ. ქიმია მოიშორეთ, ხელთ ხომ მკვებავი ნივთიერებების ძვირფასი წყარო გაქვთ. სრულად გამოიყენეთ!