ჯანმრთელობა
სასარგებლოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ხსნადი ყავა
ზოგიერთ ქვეყანაში მოხმარებული ყავის ნახევარზე მეტი ხსნად ყავაზე მოდის. ეს გასაკვირი არც არის რადგან ის საკმაოდ იაფი ღირს და მარტივად მზადდება. თუმცა რამდენად სასარგებლოა ის?! არის თუ არა ეს ყავა “ნამდვილი” ყავა?! ამ სტატიაში ხსნად ყავაზე და მის თვისებებზე ვისაუბრებთ!
როგორ მზადდება ხსნადი ყავა?!
ის თითქმის იგივე ტექნოლოგიით მზადდება როგორითაც ბულიონის კუბები – დაფქულ მარცვლებს ჯერ ხარშავენ, შემდეგ კი კარგად გამოაშორბენ.
არსებობს გამოშრობის 2 მეთოდი:
1. ჰაერის ნაკადით შრობა. ექსტრაქტი ცხელ ჰაერში ხვდება და სითხე ორთქლდება, ყავის ექსტრაქტი კი მშრალ ფხვნილად იქცევა.
2. სუბლიმაციური შრობა. ყავის ექსტრაქტს ყინავენ და მცირე ნაჭრებად ჭრიან, რომლებსაც ვაკუუმში, დაბალ ტემპერატურაზე აშრობენ.
დიეტოლოგები თვლიან, რომ ყავა ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია. გარდა ამისა ჭიქა ხსნადი ყავა სულ რაღაც 7 კალორიას შეიცავს, ასევე მის შემადგენლობაში შედის კალიუმი, მაგნიუმი და ნიაცინი (ვიტამინი В3).
რამდენი კოფეინია ხსნად ყავაში?!
ხსნადი ყავა გაცილებით ნაკლებ კოფეინს შეიცავს ვიდრე ე.წ. “თურქული” ყავა. 1 ჭიქა ხსნადი ყავა – 1 კოვზი ფხვნილით 30-დან 90 მილიგრამამადე კოფეინს შეიცავს, ჩვეულებრივი მოსახარში ყავა კი 70-დან 140 მილიგრამამდე.
ყველას სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს კოეფინის მიმართ, ამიტომ ხსნადი ყავა შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს ისეთი ადამიანებისთვის რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო მოხმარებული კოფეინის დოზის შემცირება სურთ. არსებობს ხსნადი ყავის სახეობები, რომლებიც კოფეინს საერთოდ არ შეიცავენ!
რით არის სახიფათო კოფეინის სიჭარბე?!
- მომატებული შფოთვა
- ძილის დარღვევები
- მოუსვენრობა
- კანკალი
- აჩქარებული გულისცემა
მავნებელია თუ არა ხსნადი ყავა ჯანმრთელობითვის?!
ყავა აკრილამიდს შეიცავს, რომელიც პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.ეს ნივთიერება არა მხოლოდ ყავაში არამედ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში და პირადი ჰიგიენის საშუალებებშიც გვხვდება. მისმა სიჭარბებ შეიძლება ნერვული სისტემა დააზიანოს და სიმსივნის განვითარების რისკი გაზარდოს. თუმცა ყავა ნამდვილად არ შეიცავს ამ ნივთიერების ისეთ რაოდენობას რომ თქვენს ორგანიზმს ზიანი მიადგეს.
შეუძლია თუ არა ყავას ჯანმრთელობის გაუმჯობესება?!
მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი მეცნიერული დაკვირვებების მიხედვით ეს სრუალიად შესაძლებელია. აი როგორ შეუძლია ხსნად ყავას ორგანიზმზე დადებითი გავლენის მოხდენა:
1. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. კოფეინს კოგნიტური პროცესების დაჩქარება შეუძლია.
2. ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება. კოფეინი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
3. დაავადებათა რისკის შემცირება. ყავას ნეიროდეგენერატული დაავადებების გაჩენის რისკის შემცირება შეუძლია, ისეთის როგორებიცაა ალცჰეიმერისა და პარკინსნის დაავადებები.
4. დიაბეტის რისკის შემცირება. ყავის მოხმარებას 2 ტიპის დიაბეტის გაცენის რისკის შემცირება შეუძლია.
5. ღვიძლის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ყავა და კოფეინი ღვიძლის დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს, ისეთის როგორიცაა ცეროზი და სიმსივნე.
6. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ყავა დეპრესიისა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას ამცირებს.
7. ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ყავას შეუძლია დიდხანს სიცოცლეში დაგვეხმაროს.
დღეში რადმენი ჭიქა ყავის მირთმევა შეიძლება?!
ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა რეკომენდებულია დღეში 3-5 ჭიქა ყავით შემოიფარგლოთ.
შეუძლია თუ არა ყავას თავის ტკივილის გაყუჩება?
ყავამ შეიძლება გააყუჩოს თავის ტკივილი ან პირიქით გაამძაფროს ის. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამ გამოიწვია თავის ტკივილი. თუ თავი სისხლძარღვების გაფართოების გამო გტკივათ, ყავას შეუძლია სპაზმი მოხსნას და ტკივილი შეგიმსუბუქოთ, ხოლო თუ ტქვნე კოფეინის მიმართ ძლიერი მგრძნობელობა გაქვთ ამან შეიძლება თქვენი მდგომარეობა პირიქით – გააუარესოს!