Connect with us

ჯანმრთელობა

5 სახიფათო დაავადება, რომელიც შეიძლება ზაფხულში მწერებისგან გადაგედოთ

ზოგიერთი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგიერთი კი შეიძლება ჩვეულებრივ გრიპში აგერიოთ.

ზაფხული არა მხოლოდ თბილი მზის და გემრიელი ხილის, არამედ მავნე მწერების დროა. თუ კოღოს ნაკბენი ყველაზე დიდი ალერგიით გემუქრებათ. ფუტკრის და კრაზანის, განსაკუთრებით ტკიპის ნაკბენი ჩვენს ჯანმრთელობას დიდად დაუჯდება. ყურადღება მიაქციეთ სახიფათო დაავადებებს, რომლებიც შეიძლება მწერებიდან გადაგედოთ. ბუნებაში დასვენების, ტყეში ან პარკში სეირნობის დროს უსაფრთხოების ზომები არ დაგავიწყდეთ.

ლაიმას დაავადება

ლაიმას დაავადება – ინფექციური დაავადება, რომელსაც დაინფიცირებული ტკიპის ნაკბენით გადაცემული ბაქტერიები იწვევენ. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის სიმპტომებს ჰგავს. ყველაზე ცნობილი ნიშანი – წრიული ფორმის წითელი გამონაყარი. რაც უფრო დიდხანს არ მიმართავთ ექიმს და არ იმკურნალებთ, სიმპტომები უფრო სერიოზული ხდება: ჩნდება მტვრევა და კიდურების ტკივილი, ნევრალგია, გულისცემის დარღვევა, სახის დამბლა და თავის ან ზურგის ტვინის ანთება.

ანაპლაზმოზი და ერლიხიოზი

ორივე დაავადება მსგავსი სიმპტომებით ვლინდება: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სისუსტე, შემცივნება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ხველა, გონების დაბინდვა. ზოგჯერ ჩნდება გამონაყარი წითელი ლაქების ან წერტილების ფორმით, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ერლიხიოზის დროს (განსაკუთრებით ბავშვებში), ვიდრე ანაპლაზმოზის დროს.

ბაბეზიოზი

ამ დაავადების დროს ერითროციტების დაინფიცირება ხდება. ყველაზე სახიფათოა: დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. საერთო ნიშნები მოიცავს ცხელებას, შეცივნებას, ოფლიანობას, სხეულის ტკივილს, გულისრევას ან დაღლილობას.

თუ დაავადებას არ იმკურნალებთ, მან შეიძლება განავითაროს ჰემოლიტიური ანემია, მდგომარეობა, როცა სისხლის წითელი სხეულები ნადგურდება.

ტულიარემია

დაავადება გადადის ხის ტკიპით, ასევე ტკიპით, რომელიც ძაღლს აინფიცირებს. დაინფიცირების დროს იმ სხეულის ნაწილში, რომლიდანაც ინფექცია სისხლში მოხვდა, წარმოიქმნება წყლული, ასევე ჩნდება ლიმფური კვანძების ანთება, ვითარდება ძლიერი სიცხე.

ტკიპის განმეორებითი ცხელება

წარმოიდგინეთ, გრიპი გაქვთ და ის კვლავ და კვლავ ბრუნდება. სწორედ ამას გრძნობს ადამიანი განმეორებითი ცხელების დროს. მას იწვევს ტკიპა, რომელიც სხეულზე დიდხანს არ ჩერდება, არამედ კბენიდან ნახევარ საათში ვარდება. სიმპტომები გრიპს ჰგავს: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი. ყველაზე მთავარი ნიშანი – სიმპტომები კვლავ და კვლავ ბრუნდება.