საკითხავი
შხამიანი პროდუქტები, რომელთაც ჩვენ მივირთმევთ
ჩვენს სუფრაზე საკმაოდ ხშირად ხვდება პროდუქტები, რომელთაც ჯანმრთელობაზე სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ, ჩვენ კი ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. საქმე შენახვის ვადას არ ეხება.
შავი ანწლი
ამ ბუჩქის კენკრა ნამდვილად სასარგებლო და გემრიელია, მურაბა კი უბრალოდ პირის ჩასატკბარუნებელი! აი, მცენარის ფოთლებს და ყლორტებს სჯობს არ შეეხოთ, რადგან საკმაოდ შხამიანია!
თევზი ფუგუ
ეს თევზი ყველაზე შხამიანია, მაგრამ მისი გასინჯვის ექსტრემალები მოიძებნებიან. ამ შემხთხვევაში თქვენი ცხოვრება პროფესიონალ მზარეულზეა დამოკიდებული: თუ ხელი ოდნავ აუკანკალდება, სერიოზული მოწამვლა ან სავალალო შედეგი გელოდებათ. განსაკუთრებულ მოდურად ითვლება წვეთი შხამის დატოვება, რომ მისი მოქმედების სადილობის დროს იგრძნოთ. მაგრამ ეს რისკი სიცოცხლის და სიკვდილის ზღვარზეა.
ნუში
კაკალი საკონდიტრო წარმოებაში ფართოდ გამოიყენება და საერთოდ მის ჭამაზე უარს ბევრი არ ამბობს. თუ ეგზოტიკურ ქვეყნებში მოხვდებით და ნუშის ხეს ნახავთ, მისი ნაყოფი არ შეჭამოთ. დაუმუშავებელი ნუში ციანისტ–წყალბადის მჟავას შეიცავს, რომელიც საკმაოდ ძლიერი შხამია.
კარტოფილი
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ბოლქვი, რომელიც სუფრაზე ხშირად ხვდება. გახსოვდეთ: კარტოფილში უსაფრთხოა მხოლოდ ბოლქვი! მისი ფოთლები და ყვავილები ძალიან შხამიანია და თუ აგარაკზე ბავშვები აგყავთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ კარტოფილის ფოთლები ან ყვავილები პირში არ ჩაიდონ.
ვაშლი
ეს ყველაზე გავრცელებული და საყვარელი ხილია, მაგრამ მისი კურკებიც ციანისტ–წყალბადის მჟავას შეიცავს, თუმცა ნუშთან შედარებით მცირე რაოდენობით. თუ ვაშლი ძალიან გიყვართ და მათ დიდი რაოდენობით მიირთმევთ, შუაგული მაინც დატოვეთ.
სოკო
მაშინაც კი, თუ არა შხამიან, საკვებად ვარგისს სოკოს ჭამთ, მის უსაფრთხოებაში თავდაჯერებული ვერ იქნებით. სოკო, როგორც ღრუბელი გარემოდან ყველა საზიზღრობას იწოვს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ხვდება. სოკო იშვიათად მიირთვით. ბავშვებისთვის სოკოს ჭამა რეკომენდებული არაა.
აბუსალათინის ზეთი
თავად ზეთი უსაფრთხოა, ხოლო ნაყოფი საკმაოდ შხამიანია. სჯობს მათ ხელი არ ახლოთ.
ალუბალი
ჩვეულმა ალუბალმა, რომელიც თითქმის ყველა ბაღში იზრდება, შეიძლება ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ალუბლის კურკაც ციანისტ–წყალბადის მჟავას შეიცავს. იმის მიუხედავად, რომ მოსაწამლად მინიმუმ 100 კურკა უნდა შეჭამოთ, სჯობს არ გარისკოთ.