ჯანმრთელობა
ლიმონიანი ხაჭო – ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო
ხაჭოს სარგებლიანობაზე ნებისმიერმა ადამიანმა იცის, მაგრამ, ლიმონიანი ხაჭოს შესახებ ალბათ ცოტას თუ სმენია. ბევრი უხუცესი ადამიანი ხშირად აღნიშნავს, რომ მათი ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის საიდუმლო სწორედ ამ პროდუქტში იმალება!
ლიმონის ხაჭო შესანიშნავად მოქმედებს ორგანიზმზე: აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამაგრებს გულს, ძვლებს და სახსრებს, აძლიერებს იმუნიტეტს, რეკომენდებულია დეპრესიისა და აპათიის დროს. ის მთელი ორგანიზმის სიჯანსაღეზე ზრუნავს! გარდა ამისა, ის არ ფერმენტირდება ნაწლავში, მას იოლად ითვისებს ორგანიზმი და ძალიან გემრიელიც გახლავთ. სცადეთ მისი მომზადება და ნამდვილად არ ინანებთ!
ინგრედიენტები:
- 1 ლიტრი რძე
- 1 ცალი ლიმონი
მომზადების წესი:
რძიანი ქვაბი ნელ ცეცხლზე დადგით. როდესაც რძე გაცხელდება, ისე რომ ადუღებამდე არ მიიყვანოთ – მასში 1 ცალი ლიმონი ჩაწურეთ, სწრაფად მოურიეთ და მაშინვე გამორთეთ.
ხაჭო მარლის ან საწურის მეშვეობით გამოწურეთ და მზად არის.
გამოყენებამდე ხაჭოს მარილს ნუ მოაყრით, თუმცა სურვილისამებრ, მისთვის თაფლისა და არაჟნის დამატება შეგიძლიათ!
შრატის გამოყენებაც შესაძლებელია, მისგან მაგალითად “აკროშკის” მომზადება შეიძლება!