Connect with us

ყვავილები

7 ყველაზე უპრეტენზიო ოთახის მცენარე

ეს შვიდი ჩემპიონი მცენარეა, რომლებსაც დიდი ყურადღება არ ჭირდებათ და თქვენ შვებულებასა და მივლინებებსაც იოლად აიტანენ!

მონსტერა

ეს მცენარე ტროპიკების ატმოსფეროს გაჩუქებთ გინდათ სახლში და გინდათ ოფისში. მთავარია მან საკმარისი არაპირდაპირი მზის შინათლე და დროული მორწყვა მიიღოს. მონსტერა მაშინ უნდა მორწყათ როდესაც მის ქოტანში მიწა გაშრება. შეგიძლიათ მის ფოთლებს ყოველდღე მიასხუროთ წყალი, ესე მას მტვრიგანაც დაიცავთ და თან საჭირო ნესტსაც მიიღებს.

სპატიფილუმი ანუ ქალური ბედნიერება

ეს ულამაზესი ყვავილები თავს შესანიშნავად გრძნობენ მსუბუქ განათებაში. არაჩვეულებრივი არჩევანია ოთახის სიღრმეში არსებული საწერი მაგიდის ან ტუმბოს გასაფორმებლად. მისი ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს, თუმცა მასში წყალი არ უნდა ჩადგეს რადგან ეს ფესვების ლპობას გამოიწვევს!

ფულის ხე

კიდევ ერთი მცენარე რომლის მოვლაც უადვილესია. მისი მორწყვის დროს ფოთლების მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ. ეს მცენარე სითხეს ფოთლებში იგროვებს. თუ ფოთლები მორბილდა და დატხელდა ესეიგი მორწყვა აკლია!!! გაყვითლებული ფოთლები კი მიგვანიშნებს, რომ მცენარე უნდა შევასვენოთ და რამდენიმე დღე აღარ მოვრწყათ!

ორქიდეა ფენელოპსისი

ეს ელეგანტური მცენარეები სუპერმარკეტებშიც კი იყიდება! როდესაც მას სახლში მოაბრძანებთ – შედარებით განათებულ ადგილას დასვით. როდესაც მისი ნიადაგის ზედა ფენის 2 სანტიმეტრი მოშრება – მცენარე მორწყეთ (მისი ქოთანი ოთახის ტემპერატური მქონე ნადგამ წყალში ჩადგით, ისე რომ ქოთანში წყალი არ ჩავიდეს და მცენარემ მხოლოდ ფესვებით შეიწოვოს ის).

სენპოლია

ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტაა რაფაზე მკვეთრი ფერის აქცენტის გასაკეთებლად. მას ზედმეტად ნუ მორწყავთ. მისი მორწყვა მხოლოდ მაშინ შეიძლება როცა ნიადაგი ბოლომდე გამშრალია. მორწყვისას მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ფოთოლს წყალი არ მოხვდეს!

ტილანდსია

ეს ჰაეროვანი ეპიფიტი ნებისმიერ ადგილას გაიზრდება, როგორც კედელზე დაკიდული ასევე რაფაზეც. მას ბევრი ჰაერი სჭირდება ამიტომ არანაირი დახურული ქოტანი. მორწყვა კი კვირაში ორჯერ უნდა მოხდეს, ჩადევით ის წყლით სავსე ჯამში 1 საათით, შემდეგ დაწურეთ და ძველ ადგილას დააბრუნეთ. ამ მცენარის მოვლა ყველაზე ზარმაცი ადამიანიც კი შეძლებს.

კალამონდინი

ეს ოთახის მცენარე მუქ-მწვანე ფოთლებთ, ტეთრი ყვავილებითა და ოქროსფერი ხილით თქვენს თვალს მთელი ცხოვრება გაახარებს! მისი ნაყოფი იჭმევა კიდეც! ხე მზიან ოთახში დადგით და კვირაში ერთხელ მორწყეთ.