Connect with us

ჯანმრთელობა

ჩინური დიეტა: მინუს 5 კგ თვეში, შიმშილობის გარეშე

აღმოსავლელი ექიმები დასავლურ სტანდარტებამდე გახდომას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, თუმცა ზამტარში დაგროვილი ცხიმისგან გათავისუფლებას ნამდვილად მიესალმებიან. როგორ ვიპოვოთ დიეტა შიმშილობის გარეშე? მოდით განვიხილოთ თუ რა გვიშლის ხელს გახდომაში.

1. ვაწესრიგებთ მიკროფლორას

თუ ზამთარში არც თუ ისე ჯანმრთელი საკვებით იკვებებით არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ გაზაფხულს მომატებული კილოგრამებით შეხვდებით და თქვენი მიკროფლორაც დაირღევვა. კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩვენი აღნაგობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ნაწლავში არსებულ ბაქტერიულ ბალანსზე. ერთ-ერთი კვლევის დროს, მეცნიერებმა გამხდარი თაგვების ნაწლავიდან მიკროფლორა აიღეს და მსუქანი თაგვების ნაწლავში გადაიტანეს, რომლებმაც ძალიან მალე დაიკლეს წონაში. ეს ნიშნავს, რომ ნაწლავში მცხოვრები ბაქტერიები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ნივთიერებათა ჩვლაზე.

ჩინური დიეტის მენიუ

ბოჭკოს შემცველი ბოსტნეული – ჩვენ საკვებს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი ნაწლავის ბაქტერიებისთვისაც მივირთმევთ. სწორედ ბოჭკოს წყალობით მრავლდებიან ისინი სწრაფად და ამარცხებენ მავნე მიკროორგანიზმებს! ჩინური მედიცინა გვირჩევს უპირატესობა მწვანე მცენარეებს მივანიჭოთ: ბროკოს, ბრიუსელის კომბოსტოს, მწვანე სატაცურს, ლობიოს და მწვანილს – რუკოლას და მსგავსი ტიპის სხვა მცენარეებს. მიკროფლორის დასახმარებლად ეს ბოსტნეული თერმული დამუშავების შემდეგ მიიღეთ. ჩინური რაციონის საფუძველია ბრინჯი და წიწიბურაც, ისინი მიკროელემენტებისა და ბოჭკოს წყაროს წარმოადგენენ. რაც შეეხება ხორცეულს – მიიღეთ მინიმალურად და ისიც უცხიმო სახეობები!

რაციონში კონსერვანტების არ არსებობა – აუცილებელი ფაქტორია ნაწლავის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. კონსერვანტები რომლებსაც სწრაფი კვების პროდუქტები, გაზიანი სასმელები და ნახევრად ფაბრიკატები შეიცავენ, ანადგურებენ ბაქტერიებს და ნაწლავში ადგილს ათავისუფლებენ მავნე მიკროორგანიზმებისთვის.

დიაფრაგმის მოდუნება – ის გულ-მკერდის და მუცლის არეს ერთმანეთისგან ყოფს. ის ნელ-ნელა მოძრაობს ჩასუნთქვისას ქვემოთ და ამოსუნთვისას კი მაღლა და ასე ანაწილებს სისხლს თავისზ ემოთ არსებულ ორგანოებში. თუ დიაფრაგმა დაძაბულია თქვენი ნივთიერებათა ცვლის პროცესიც ვეღარ მუშაობს საჭიროებისამებრ. აუცილებელია დიფრაგმის დაძაბულობის მოხსნა, ამისთვის საჭირო სავარჯიშოები დაოსურ პრაქტიკებში და სამედიცინო ციგუნში გვხვდება. საკმარისია დრეში 15 წუთი დაუთმოთ მსგავს ვარჯიშებს და ნამდვილად იგრძნობთ თუ რამდენად დაეხმარა ის თქვენს ნაწლავს!

2. რეჟიმის ნორმალიზება

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ადამიანის ჭარბ წონაზე პასუხისმგებელი – ხელოვნური განათება გახლავთ. დღის შუქი ნიშნავს, რომ კარგად უნდა მიირთვათ და სასარგებლო ნივთიერებები “მოიმარაგოთ”, ასე შეემზადებით ღამისთვის ან ზამთრისთვის, ადამიანები ასე ათასწლეულების მანძილზე ცხოვრობდნენ და ჭარბწონიანობა ნამდვილად არ აწუხებდათ. ხელოვნური განათების შემოსვლამ კი განათება პრაქტიკულად სადღეღამისოდ გადააქცია და ორგანიზმისთვის შუქმა ძილის სურვილი უკანა პლანზე გადაწია. იმის ნაცვლად რომ დაიძინოთ, ორგანიზმი საკვებს გთხოვთ.

ეს ყველაფერი თქვენს ჰორმონალურ ფონსაც ანადგურებს და მიდრეკილი ხედებით სიმსუქნისკენ! საჭიროა ადაპტირება მოახდინოთ ნორმალურ რიტმთან, გაიღვიძოთ დილის 5 საათძე და დაიძინოთ დაბნელებისას მაქსიმალურად ადრე, მაგალითად 10 საათზე.

ჩადექით რეჟიმში! ეს თქვენს ჰორმონალურ ფონსაც დააბალანსებს, პროდუქტიულობნასაც გაზრდის და ჭარბი წონის პრობლემასაც მოგაშორებთ!

მოაწყვეთ სახლის სივრცე – ისე, რომ საღამოს იოლი იყოს დაძინება და დილით კი გაღვიძება არ გაგიჭირდეთ. მოერიდეთ მკვეთრ ნათებას და რბილი არა პრიდაპირი, წერტილოვანი განათებებით შემოიფაქრეთ.

უარი თქვით ღამით გაჯეტების გამოყენებაზე. მათი განათება გონებას მოდუნების საშუალებას არ აძლევს. თუ ვერ იძინებთ რაომე რთული ან მოსაწყენი წიგნი შეარჩიეთ მაგალითად გრამატიკის ან ფიზიკის და გონებას მალე მობეზრდება, შესაბამისად არც ჩაძინება გაგიჭირდებათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.