ყვავილები
როგორ მოვიყვანოთ საზამთრო და ნესვი მკაცრ კლიმატურ პირობებში
სამხრეთში სადაც ცხელა და ხშირი მზეა, საზამთროსა და ნესვის მოყვანა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ, გაცილებით რთულ კლიმატურ პირობებში ამ ორი ხილის მოყვანას ხალხი წარმოუდგენლად მიიჩნევს. მინდა გითხრათ, რომ შესაბამისი მოვლის წესების დაცვით საშუალო კლიმატურ ზოლზეც შესაძლებელია თქვენი ხელით მოყვანილი საზამთროთი და ნესვით პირის ჩატკბარუნება.
საზამთროსა და ნესვის მოყვანის საიდუმლოებები
ორმაგი საფარი
დათესეთ 2-3 მარცვალი ღია გრუნტში, 3-4 სანტიმეტრის სიღრმეზე. მარცვლებს შორის მანძილი საზამთროს შემთხვევაში 1.5-2 მეტრი, ნესვის შემთხვევაში კი 1 მეტრი უნდა იყოს. იმისთვის, რომ ნაყოფმა მომწიფება მოასწროს, ეს მაისი დასაწყისში უნდა გააკეთოთ.
დაგჭირდებათ 1 ლიტრიანი და 5 ლიტრიანი ბოთლები. მოაჭერით მათ ძირები. შემდეგ ნათესს ჯერ ლიტრიანი ბოთლი დააფარეთ და მიწა შემოაყარეთ ძირზე, ბოთლს 50 გრადუსიანი თბილი წყალი დაასხით, ზემოდან კი 5 ლიტრიან ბოთლს გადააფარებთ. ასეთი კონსტრუქცია სითბოს შესანიშნავად ინარჩუნებს.
პირველი ფოთლების ჩამოყალიბების შემდეგ მცენარე უნდა გაფილტროთ და მხოლოდ ძლიერი ნერგები დატოვოთ. კარგად მორწყეთ ნათესი და შემდეგ მხოლოდ 5 ლიტრიანი ბოთლი დააფარეთ. ნერგები საფარის ქევშ ივნისის შეა რიცხვებამდე დატოვეთ.
მზიანი ადგილი
საზამთროსა და ნესვების გაზრდა მზის შუქის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ მათ ნათესზებს ხეები და ბუჩქები არ უნდა ჩრდილავდნენ. ძალიან ცხელ დღეებში კი მათ ოროვანდის ფოთლები უნდა დააფაროთ.
ფიცრები
ხშირ წვიმებსა და ნიადაგის ძლიერ სინესტეს ნაყოფისა და წანაზარდების ლპობამდე მივყავართ. ამიტომ აჯობებს თუ ნაყოფს ქვეშ პატარა ფიცრებს ამოვუდებთ, ასე მას ნესტისა და სისხველისგან დავიცავთ.
მორწყვა
წყლის ძიებაში საზამთროსა და ნესვის ფესვები ნიადაგში დიდი სიღრმეებს აღწევენ. თუ გრუნტში წყლის დონე მაღალია ამან მცენარის ფესვის ლპობა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ნათესებს შორის ნაპრალები გააკეთეთ და წყალი მათში ჩაასხით, ასე მცენარის ფესვები გვერდულად დაიწყებენ ზრდას და მათ ლპობისგან იხსნით. მორწყვა მხოლოდ ცხელ დღეებში უნდა მოხდეს, ხოლო მეორე დრეს აუცილებლად გააფხვიერეთ ნიადაგი და გააკეთეთ მულჩირება.
გასხვლა
რთულ კლიმატში დამწიფებას ყველა ნაყოფი ვერ ასწრებს. მწიფე საზამთროსა და ნესვის მისაღებად ყოველ მცენარეს მხოლოდ 5-6 ნაყოფი დაუტოვეთ. საზამთროს მხოლოდ გვერდითა წანზარდები მოაჭერით, ნესვს კი ფესვიდან მეექვსე ფოთლის შემდეგ სხვლავენ.