Connect with us

ჯანმრთელობა

10 უმნიშვნელოვანესი ვიტამინი ორგანიზმისთვის

ყოველდღე გარკვეული რაოდენობის ვიტამინები და მინერალები უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ ორგანიზმმა ისინი წარმატებით აითვისოს ისინი ჩვენს ორგანიზმში საკვების მეშვეობით უნდა მოხვდნენ. არსებობენ ვიტამინები რომლებსაც საკმარისად ვერ ვიღებთ და ჩვენს უმეტესობას ამ ნივთიერებების დეფიციტი აქვს.

კალიუმი

კალიუმის უკმარისობა გულის, თირკმლის და კუნტების მუშაობაში დარღვევებს იწვევს. კალიუმს შეციავენ: ბროკოლი, პომიდორი, კარტოფილი, ციტრუსები, ბანანი და ჩირები. დაიმახსოვრეთ: თუ გულისა და თირკმლის მედიკამენტებს იღებთ, კალიუმის დანამატის მიღება თქვენთვის კატეგორიულად არ შეიძლება.

ცხიმოვანი მჟავები

ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3 – საიდუმლო იარაღია რომელიც ახალგაზრდობის და გულ-სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. სამწუხაროდ მისი უკმარისობა ბევრს აწუხებს. ამ ნივთიერებას ყველაზე მეტად თხილები, მცენარეული ზეთები, ცხიმიანი თევზი, კვერცხი და ზღვის პროდუქტები შეიცავენ.

ვიტამინი С

მართალია ის სურდოსგან ბოლომდე არ გვიცავს მაგრამ, ჩვენს იმუნურ სისტემას საგრძნობლად აძლიერებს. ჩვენი უმეტესობა ამ ვიტამინის დღიურ დოზას საკვებიდან უპრობლემოდ ირებს. თუ თვლით, რომ თქვენს შემთხვევაში საკმარის ვიტამინს ვერ იღებთ მაშინ რაციონში შემდეგი პროდუქტები ჩართეთ: ბულგარული წიწაკა, ფორთოხალი, კივი, ბროკოლი, მარწყვი და ბრიუსელის კომბოსტო.

ვიტამინი D

თუ მზიან ადგილას ცხოვრობთ ამ ვიტამინის დეფიციტი შეიძლება მაინც აღმოგაჩნდეთ! მისი დეფიციტის აღმოფხვრა ქათმის კვერცხის, თინუსის, ყველისა და ორაგულის მირთმევით შეგიძლიათ აღმოფხვრათ!

რკინა

თუ ვეგეტარიანული რაციონი გაქვთ, მაშინ რკინის დეფიციტის ქონის შანსი უფრო იზრდება. რკინა ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისა და სისხლის ჯანმრთელობისთვის! ბევრ რკინას შეიცავს: ძროხის ხორცი, პური, ბურღულეული და პარკოსნები.

კალციუმი

ჩვენი ორგანიზმი კალცს მხოლოდ ცხოვრების პირველი 20 წლეულის მანძილზე აგროვებს, შემდეგ მისი რაოდენობა მუდმივად უნდა განვაახლოთ. 50 წლამდე ქალბატონებისთვის კალცის ყოველდღიური დოზა 1000 მილიგრამია, 50 წლის შემდგომ კი უფრო მეტი.

პრობიოტიკები

პრობიოტიკები აუცილებელია ნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის, სამწუხაროდ მას საკმარისი რაოდენობით ყველა ვერ ირებს. საბედნიეროდ ის არა მხოლოდ იოგურტში არამედ ფერმენტირებულ პროდუქტებშიც გვხვდება: მჟავე კომბოსტოში, კეფირში და ა.შ.

ქოლინი

ქოლინი აუცილებელია ღვიძლის ჯანმრთელობისთვის, ასევე ცხიმოვანი მჟავების ჩევნი ორგანიზმის უჯრედებამდე მისატანად. ქოლინის მთავარი წყაროა: ძროხის ხორცი, ორაგული, ქათმის ხორცი და ქათმის კვერცხი.

ვიტამინი Е

15 მილიგრამი Е ვიტამინი დღე-ღამეში: თქვენი იმუნური სისტემის მდგრადობას უწყობს ხელს და ქრონიკულ დაავადებებსაც კი უმკლავდება. ამ ვიტამინს შეიცავენ: მზესუმზირა, თხილეული, სიმინდის, მზესუმზირისა და სოიოს ზეთები.

ბოჭკო

ბოჭკოს უკმარისობა გულ-სისხლძარღვთა დაავდებების რისკს საკრძნობლად ზრდის, ასევე იზრდება სიმსივნური დაავადებების და ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენის რისკიც! ბოჭკოს რეკომენდებული დოზა ზრდასრულთათვის დღეში 25 გრამია!