Connect with us

ჯანმრთელობა

პარკინსონის დაავადების 7 ადრეული ნიშანი

პარკინსონის დაავდება სრულად არ იკურნება თუმცა მისი კომპენსირება შესაძლებელია. თერაპია უფრო წარმატებული იქნება თუ მას ადრეულ სტადიაზე გამოვავლენთ. ამიტომ აუცილებელია ყრადღება მიაქციოთ ადრეულ სიმპტომებს და აუცილებლად მიმართოთ ექიმს დორულად.

ხელწერის ცვლილება

მსხვილი ხელწერიდან წვრილისკენ გადასვლა ან სიტყვებსა და ასოებს შორის დაცილების ცვლილება. თუ თქვენს მიერ დაწერილი ტექსტი ფურცელზე გაცილებით მცირე ადგილს იკავებს ვიდრე ადრე და თქვენი ხელწერაც უფრო ძნელად გასარჩევია ალბათ აჯობებს ექიმს მიმართოთ.

ყნოსვასთან დაკავშირებული პრობლემები

ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ სურდომ შემოგიტიათ და მკვეთრ სუნებსაც კი ძლივს გრძნობთ?! პარკინსონის დაავადების დროს სუნის შეგრძნება იკარგება და ეს ამ დაავადების ყველაზე ადრეული სიმპტომია. ალბათ საქმე იმაშია, რომ ცილა ალფა სინუკლეინი ტვინის იმ ნაწილის ბლოკირებას ახდენს რომელიც სუნის აღქმაზეა პასუხისმგებელი.

უძილობა

ნებისმიერი ხანგრძლივი ძილის დარღვევებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან სრულფასოვანი ღამის ძილი თქევნი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ისიც გაითვალისწინეთ, რომ მშფოთვარე ძილი ან ძილში ლაპარაკის ჩვევაც არ გახლავთ სახარბიელო.

შეკრულობა

რეგულარული შეკრულობაც პარკინსონის დაწყების მანიშნებელი შიეძლება იყოს. საქმე იმაშია, რომ დაავდების დროს ვეგეტატიური ნერვული სისტემა ზარალდება და ეს გავლენას საკვების მონელებასა და ნაწლავის ფუქნციაზეც ახდენს. თუ შეკრულობას, უძილობა, ხელწერის ცვლილება და ყნოსვის დაკარგვაც ახლავს თან აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

დეპრესია

კვლევებმა აჩვენეს, რომ პარკინსონის დაავადების გაჩენამდე, პაციენტებს რამდენიმე წლით დეპრესია აწუხებდათ. როგორც წესი პარკინსონის მქნე პაციენტებს აპათია, უყურადღებობა, სევდა და უსუსრობის შეგრძნება აწუხებთ. ეს შესაძლოა პარკინსონის დაავადების ქონის დროს იმ ნეიროტრანსმიტერების დონის კლების ბრალი იყოს, რომლებიც დოფამინისა და სეროტონინის გამომუსავებაზე არიან პასუხისმგებელი. მათი ნაკლებობა კი მჭიდრო კაბშირშია დეპრესიადთან.

კანკალი და კრუნჩხვები

პარკინსონის დაავდების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია. თუმცა პარკინსონის გაჩენამდე პაციენტები დროდადრო თითების, ტუჩენის, ნიკაპის და სხვადასხვა ნაწილების კანკალს დრო და დროს გრძნობენ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი სტრესის დროს ხდება. თუ მსგავს სიმპტომებს ამჩნევთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

კუნთების სისუსტე

კუნთების სისუსტე რომელიც ყოველდღიურ საქმეებს ართულებს, მაგალითად: კბილების გახეხვას, პურის დაჭრას, ღილების შეკვრას – აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.