Connect with us

ჯანმრთელობა

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

გადიდებული კაპილარები ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ის არა მხოლოდ არა ესთეტიკურად გამოიყურება, არამედ შეიძლება კომპლექსის და თავდაუჯერებლობის საბაბი გახდეს.

კაპილარების გადიდების მთავარი მიზეზი დასუსტებული სისხლძარღვებია. ცუდი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ მოუხერხებელი ფეხსაცმელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება, ორსულობა და ზოგიერთი სხვა ფაქტორი პრობლემას ამწვავებს და ვარიკოზული გაფართოებულ ვენებს იწვევს.

გთავაზობთ მივიწყებულ ბალზამს, რომელიც სისხლძარღვების ბადის მოშორებაში და კანის სილამაზის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

როგორ მოვიშოროთ სისხლძარღვების ბადე

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 40 მლ ცხენის წაბლის ექსტრაქტი
  • 40 მლ წაბლის ნაყენი
  • 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი

მომზადება:

  1. გასუფთავებული ნაყოფი მინის ქილაში ჩაყარეთ და არაყი ბოლომდე დაასხით.
  2. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მზეზე 3 დღე გააჩერეთ.
  3. ამის შემდეგ ბნელ ადგილას გააჩერეთ და კიდევ 40 დღე დააყენეთ.
  4. როცა ნაყენი მზად იქნება, ცხენის წაბლის ექსტრაქტს და როზმარინის ეთერზეთს აურიეთ.
  5. ქილა კარგად შეანჟღრიეთ – ბალზამი მზადაა!

ნაყენის გასაოცარი თვისება აიხსნება იმით, რომ წაბლის ექსტრაქტი კანის მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს, უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს გამოდევნაში ეხმარება.

გახსოვდეთ, რომ დასუსტებული სისხლძარღვების კედლების გასაძლიერებლად საკმარისი რაოდენობის ცხოველური ცილა და С ვიტამინი უნდა მიიღოთ. ამავდროულად, შაქრის და ტრანსცხიმების შემცველ პროდუქტებს მოერიდეთ, რადგან ისინი სხვადასხვა ანთებას და კაპილარების კედლების დასუსტებას იწვევენ.

ამ რეცეპტის გამოყენება სცადეთ და შედეგს უკვე რამდენიმე დღეში დაინახავთ. ბალზამის სამკურნალო თვისებების შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ – სისხლძარღვების ბადის გაჩენისგან დაზღვეული არავინაა!