Connect with us

კულინარია

ტრადიციული აზიური კერძი „ზარმაცი“ რეცეპტით: გემრიელი მანტი ბოსტნეულის ბალიშზე

მანტი ტრადიციული ხორცის კერძია, რომელიც ჩვენთან აზიიდან შემოვიდა. წვრილად დაჭრილი ხორცი თხელ, გაბრტყელებულ ცომში – გემრიელი, ცხელი კერძის საფუძველია. ამ კერძის მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. უმეტესობა მათგანის მომზადებას სპეციალური ჭურჭელი სჭირდება, რომელსაც მანტის სახარში ეწოდება. სამწუხაროდ, ასეთი ნივთი სახლში ყველას არ აქვს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ზარმაცი მანტი ბოსტნეულით გააკეთოთ. ის წარმოუდგენლად მარტივად მზადდება და შეუდარებელი გემო აქვს.

ცომის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 300 გრ ფქვილი
  • 0,5 ჭიქა წყალი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • ხორცის ფარში

მომზადება:

1. ფქვილში კვერცხი ჩატეხეთ, მარილი და ოთახის ტემპერატურის წყალი დაუმატეთ. ხელით ცომი მოზილეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.

ცომი გააბრტყელეთ და გრძელ ზოლებად დაჭერით. ფარში აიღეთ და ზოლის ნახევარ ნაწილზე მოათავსეთ.

2. ცომი შუაზე გაკეცეთ.

3. რულეტი დაახვიეთ, ბოლოები შიგნით ჩააბრუნეთ.

4. ბოსტნეულის ბალიში მოამზადეთ. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. შეგიძლიათ ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, ბადრიჯანი და პომიდორი დაჭრათ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ბოსტნეული მცენარეულ ზეთში შეწვით და ზემოდან მანტები მოათავსეთ.

წყალი შუა „ვარდამდე“ დაასხით, საშუალო ცეცხლზე დადგით და თავსახური დაახურეთ.

ზარმაცი მანტი მზადაა. მოამზადეთ, როცა დრო და სურვილი გექნებათ. ჯადოსნური რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.