Connect with us

თავის მოვლა

მარტივი საშუალება, რომელიც მოგაშორებთ ბზარებს ქუსლებიდან და დაგირბილებთ კანს

ქუსლების კანის გაუხეშება და დაბზარვა – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ინდივიდუალური მიდრეკილება, ვიტამინების ნაკლებობა, უხეში ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან სოკოვანი დაავადებები.

თუ პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად არ მივიღებთ საჭირო ზომებს, ქუსლების კანზე შეიძლება გაჩნდეს ღრმა ბზარები, რაც უდიდეს დისკომფორტთან და ტკივილებთანაა დაკავშირებული.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ, თუმცა ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც მინიმალურ დროში გაუმკლავდება ისეთ უსიამოვნო პრობლემას, როგორიც ქუსლების კანის გარქოვანება და მასზე ბზარების გაჩენაა. პირველივე გამოყენების შემდეგ თქვენ დაუბრუნებთ ტერფებს სირბილებს, ხოლო რეგულარული პროცედურების შედეგად, ძირფესვიანად აღმოფხვრით პრობლემას.

დახეთქილი ქუსლების სამკურნალო მალამო

საცხის შემადგენლობაში შედის კვერცხი (ლეციტინის წყარო – ნივთიერებისა, რომელიც ახორცებს ჭრილობებს და აღადგენს ქსოვილს), კარაქი (არბილებს, კვებავს ვიტამინებით), ასევე ძმარი, რომელიც აცილებს მკვდარ უჯრედებს და აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 70%-იანი ძმრის ესენცია
  • 200გრ კარაქი

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ კვერცხი, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ძმარი ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს იგი. შეინახეთ ბნელ ადგილას 5 დღით.

2. ვადის გასვლის შემდეგ თქვენ ნახავთ, რომ ნაჭუჭი მთლიანად გაიხსნა და ბლანტ ნალექად იქცა.

3. ფრთხილად ამოიღეთ კვერცხი კოვზით (ძმრის ზემოქმედებისგან ის მოხარშულს დაემსგავსება) და მოათავსეთ სხვა ჭურჭელში. მოაცალეთ აპკი. თავად კვერცხი კოვზით ჩაჭყლიტეთ და დაამატეთ ნალექიანი ძმარი, რომელიც დარჩა ჭიქაში.

4. დაუმატეთ კარაქი და ყველაფერი კარგად აურიეთ. მზა საცხი გადმოიღეთ თავსახურიან ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში

საცხის მოხმარებამდე აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ ტერფები, რათა აიცილოთ წვა. წაისვით ნარევი ნახეთქებზე და გაუხეშებულ ადგილებზე, მოარიდეთ იგი კანის რბილ უბნებს.

ძილის წინ ჩაილბეთ ფეხები მარილიან წყალში, კარგად გაიმშრალეთ, წაისვით დაზიანებულ უბნებზე აღნიშნული საცხი. ჩამოიცვით ტერფებზე პოლიეთილენის პაკეტები, ხოლო ზემოდან წინდები. შეგიძლიათ დაწვეთ დასაძინებლად.

დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და საპნით. ფრთხილად გაიცალეთ მკვდარი კანი და შეიზილეთ მკვებავი საცხი. გაიმეორეთ პროცედურა სასურველი შედეგის მიღებამდე. როგორც წესი, უკვე მეორე პროცედურიდან ბზარები მთლიანად ქრება და ტერფები იძენს განსაკუთრებულ სირბილეს.