Connect with us

ჯანმრთელობა

ქუსლის დეზის მკურნალობა ხალხური საშუალებების გამოყენებით

ქუსლის დეზი გავრცელებული უსიამოვნო და საშიში დაავადებაა. ქუსლზე წანაზარდების მოშორება შესაძლებელია ორთოპედის დანიშნულების გამოყენებით, თუმცა, ეფექტურია ხალხური საშუალებებით მკურნალობაც, რომლებიც საშინაო პირობებში კარგ შედეგს იძლევა.

გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ საშუალებას ქუსლის დეზის სამკურნალოდ.

1. მარილი და სოდა

ასეთი აბაზანის მოსამზადებლად გამოიყენეთ იმ ტემპერატურის ცხელი წყალი, რომელშიც ფეხების გაჩერება შეგეძლებათ. შემდეგ დაუმატეთ მას თანაბარი რაოდენობით მარილი და სოდა, ჩაალაგეთ ფეხები და გააჩერეთ წყლის საბოლოოდ გაგრილებამდე. პროცედურის შემდეგ, პირსახოცით გამშრალებულ ფეხებზე წაისვით სპეციალური მალამო.

2. კარტოფილი

კარტოფილის კომპრესი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ანთების კერაში. ამისთვის მოხარშეთ რამდენიმე ბოლქვი, დაჭყლიტეთ კანიანად და მაშინვე დაილაგეთ ქუსლზე, შეიხვიეთ ცელოფნითა და თბილი ქსოვილით. გაიჩერეთ 1-2 საათით. შეძლებისდაგვარად, პროცედურა დღეში სამჯერ გაიმეორეთ.

3. მარილი და იოდი

იოდიანი აბაზანა არბილებს წანაზარდებს, ქუსლებზე ხსნის დისკომფორტს და ახდენს მადეზინფიცირებელ ეფექტს. ამისთვის მოამზადეთ 50°С ცხელი წყალი, დაუმატეთ 2-3 ს.კ. მარილი(უმჯობესია ზღვის) და 50 მლ იოდი. ჩაალაგეთ ფეხები აბაზანაში და გააჩერეთ წყლის გაგრილებამდე. პროცედურის შემდეგ ჩაიცვით თბილი წინდები.

4. სარეცხის საპონი

ჩვეულებრივი სარეცხის საპნის კომპრესი ააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებას და აჩერებს ქუსლის დეზის განვითარებას. სამკურნალო პროცედურისთვის დააქუცმაცეთ საპონი ნებისმიერი მოსახერხებელი გზით, დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და მიღებული მასა დაიტანეთ ქუსლზე. ზემოდან შეიხვიეთ საკვები ცელოფნით ან პაკეტით, გაიჩერეთ დილამდე.

ქუსლის დეზის პროფილაქტიკა

ასეთი უსიამოვნება რომ არ დაუშვათ, სცადეთ ქუსლის დეზის პროფილაქტიკა ჩვენი რეკომენდაციების დაცვით:

  • შინ იარეთ ფეხშიშველმა, ზაფხულში ფეხშიშველა იარეთ ქვებზე, ქვიშასა და ნიჟარებზე;
  • შინ შეასრულეთ ტერფების გაწელვის მარტივი სავარჯიშოები, ფეხის თითებით წამოწიეთ პატარა საგნები;
  • ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი მყარი ძირით;
  • აკონტროლეთ წონა;
  • მოერიდეთ ფეხებზე დატვირთვას მუშაობისა და სპორტით დაკავების დროს.
  • არ დაუშვათ ტერფის ტრავმები;
  • ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში, ატარეთ ღაბაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!