Connect with us

ჯანმრთელობა

ასე იწყება ჰიპერტონია: რას მივაქციოთ ყურადღება

მომატებულია რტერიული წნევა საწყის სტადიაზე შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი იყოს. გულ-სისხლძარღვთა სისტემა ზედმეტი დატვირთვისგან იანჯება თქვენ კი ამის შესახებ ვერაფერს იგებთ – სწორედ ამიტომ ჰიპერტონიას “ჩუმ მკვლელს” უწოდებენ.

სისხლძარღვები მოქნილობას კარგავენ და მუდმივად დატვიღტვის ქვეშ არიან, რაც თავის მხრივ თქვენი ორგანობისა და ქსოვილების კვებას არღვევეს.

ფაქტორები რომლებმაც შეიძლება ჰიპერტონიის ჰიპერტონიის განვიტარებამდე მიგვიყვანოს

ჰესტაციური დიაბეტი

თუ ორსულობისას ჰესტაციური დიაბეტი განგივითარდათ, ამან შეიძლება ჰიპერტონიის განვითარების რისკებიც გაზარდოს. ამიტომ ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ თქვენს წნევას და შეამციროთ მარილისა და შაქრის დოზები.

პრეეკლამპსია

პრეეკლამპსიით გართულებული ორსულობაც წნევის მატების რისკის ქვეშ გაყენებთ როგორც ორსულობისასა ასევე მშობიარობის შემდეგაც.

ოჯახური ანამნეზი

ყველაფერი მარტივია: თუ თქვენს ბებია-ბაბუებს და მშობლებს ჰიპერტონია აწუხებთ, თქვენც მაღალი რისკის ქვეშ ხართ. თუმცა ყველაფრის კონტროლი და შეცვლა შეიძლება ჯანმრთელი ცხოვრების წესით და ჯანმრთელობის კონტროლით.

კონტრაცეპტივების მიღება

ჰორმონალური კონტრაცეპტივები ზოგიერთ ქალბატონში წნევის მატებას იწვევს, ის აფერხებს სითხის გამოყოფას და არღვევე სისხლის მიმოქცევას. აუცილებლად განიხილეთ ეს საკიტხები თქვენს გინეკოლოგთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ კონტრაცეპტივების მირება. ხშირად იზომეთ არტერიული წნევა!

მენოპაუზა

სტატისტიკის მხიედვით, მენოპაუზის პერიოდში ქალების თიტქმის 50%-ს ჰიპერტონია უვითარდება. ეს ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან არის კავშირში. იცვლება სისხლძარღვების ელასტიურობა, ირღვევა წყლისა და მარილის გაცვლითი პროცესი, სისხლი სქელდება, ძილი კარგავს ხარისხს, ეს ყველაფერი კი შესაბამის უარყოფით შედეგს იღებს.

არაჯანსაღი ცხოვრების წესი

კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა უდავოდ დიდ როლს თამაშობს ჩვენი გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობაზე. მჯდომარე ცხოვრების წესი, რეგულარული სტრესები, ბევრი ცხიმისა და მარილის შემცველი საკვები არტერიული წნევის მატებას იწვევს.

აი რამდენიმე იდეა, თუ როგორ შეგიძლიათ არტერიული წნევის შემცირება

გახდომა

კარდეოლოგები ხშირად მოგვიწოდებენ ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლებისკენ, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებთან. ყოველ დაკლებული კილოგრამი თქვენს წნევას 1 მილიმეტრით დაბლა წევს!

ყურადღება მიაქციეთ წელის გარშემოწერილობას

აბდომინალური ცხიმი თქვენს ორგანოებს ფარავს რაც არც ისე სასარგებლოა მათთვის!!! თუ თქვენი წელის გარშემოწერილობა 89 სანტიმეტრზე მაღალია, ადრეული სიკვდილისა და ონკო დაავადებების გაჩენის რისკი საგრძნობლად მატულობს!

ხვრინავთ?! გაესინჯეთ ექიმს

ძილის აპნოე ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევაა, რომლის ნიშნებიც ხვრინვა და ძილის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება გახლავთ. ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტა სისხლის წნევას მაღლა წევს და თქვენს სისხლძარღვებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. საბედნიეროდ წონის კლებამ შეიძლება თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესოს!!!

ივარჯიშეთ

დღეში 30 წუთიანი ვარჯიში თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას რამდენჯერმე გააუმჯობესებს. თუ ერთიანად 30 წუთი ვერ იცლით, დღეში სამჯერ 10-10 წუთი ივარჯიშეთ.

ეწვიეთ ბოსტნეულის განყოფილებას

მიირთვით გოგრა, ჭამეთ მეტიო ბოსტნეული და ხილი, განსაკუთრებით მათი კალიუმით მდიდარი თანამოძმეები – ისინი წნევის ნორმაში შენარჩუნებაში დაგეხმარებიან.

მიირთვით ნაკლები მარილი

მისი რაოდენობიუს შემცირება თქვენს რაციონში მნიშვნელოვნად დადებით გავლენას მოახდებს თქვენს ჯანმრთელობაზე!

დაანებეთ თავი მოწევას

ეს ალბათ განსაკუთრებულ ახსნას არ საჭიროებს! ის არა მარტო თქვენს წნევაზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ უფრო და უფრო ასუსტებს თქვენს ორგანიზმს და ანადგურებს ტქვენს ჯანმრთელობას!

ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და აუცილებლად ეწვიეთ ექიმეს. დაიწყეთ ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღების მიღწევა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ!