ჯანმრთელობა
რაზე მიგვანიშნებს გამონაყარი სახის სხვადასხვა ნაწილებში
გამონაყარი სახის ერთსა და იმავე ნაწილზე შეიძლება რომელიმე ორგანოს დარღვევებზე, ან არასწორი კვებისა და თავის მოვლის წესებზე მიგვანიშნებდეს. შეისწავლეთ ყურადღებით და დროულად მიიღეთ ზომები გამონაყარის აღმოსაფხვრელად!
გამონაყარი ქალბატონებში:
1. გამონაყარი ნიკაპზე
თუ ყველაზე ხშირად გამონაყარი სახის ქვედა ნაწილებში გიჩნდებათ ან ქვედა ყბის ზოლზე – ენდოკრინოლოგს ესტუმრეთ. სწორედ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევებმა და ჰორმონალურმა დისბალანსმა იცის სახეზე გამოსახვა ასეთი არასასიამოვნო გზით.
2. გამონაყარი საფეთქლებზე
ყველაზე უწყინარი ვარიანტი. ამ ადგილებში გამონაყარი გაუწყლოვნებაზე მიგვანიშნებს. სვით მეტი წყალი და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
3. გამონაყარი შუბლზე
სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ?! დამნაშავე ყველაზე ხშირად უხარისხო შამპუნი დაბალზამია. ისინი კანზე gხვდებათ, აღწევენ ფორებში და გამონაყარიც მზადაა. მეორე მიზეზი – დეკორატიული კოსმეტიკის უხარისხოდ მოცილებაა. ბოლო მესამე მიზეზი – სკრაბების და პილინგების ხშირი მოხმარება და მათ მიერ კანის დამცავი ფენის განადგურებაა.
4. გამონაყარი პირთან
თუ დაუპატიჟებელი სტუმრები ყველაზე ხშირად ტუჩებთან გიჩნდებათ, შეამცირეთ ტკბილი და ცხიმიანი საკვების მიღება, უარი თქვით ალკოჰოლზე. სახეზე არსებული გამონაყრის მიზეზი თქვენს რაციონშია. კუჭქვეშა ჯირკვალი ამ გზით გიგზავნით გაფრთხილებას!
5. გამონაყარი ლოყებზე
ალბათ ხელებს ხშირად ისვამთ სახეზე, მათ შორის ჭამისა და ტელეფონზე ლაპარაკის დროსაც. შეიძინეთ ანტიბაქტერიული სპრეი და ხშირად გამოიყენეთ, არ დაგავიწყდეთ მობილური ტელეფონის გაწმენდაც.
6. გამონაყარი T ზონაში
ეს შერყეული ნერვული სისეტმის პირდაპირი შედეგია. სტრესი, შფოთვა, გამოუძინებლობა – ეს ყველაფერი შუბლის ცენტრში და ცხვირის ნესტოებთან გამონაყარს იწვევს. როგორ გავთავისუფლდეთ მისგან? იქნებ შვებულებაზე გეფიქრათ?! ან დასაძინებლად დაწექით უფრო ადრე, ეს ნამდვილად გამოიღებს შედეგს!