Connect with us

თავის მოვლა

სახის დაბანა შვრიით: იდეალური კანი მხოლოდ ერთ კვირაში

გაფართოებული ფორები, შავი წერტილები და ანთება არა მხოლოდ ქალებს, არამედ კაცებს ხშირად აწუხებთ. ბუნებრივია, ასეთი გამონაყარი არ გვალამაზებს და მათი სწრაფად მოშორება გვსურს. ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად უბრალოდ აკნეს ტონალური კრემით ნიღბავს. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, სახე სწორად დაიბანოთ. ამ შემთხვევაში კანი დაივიწყებს, თუ რა არის შავი წერტილები და აკნე. მით უფრო მეთოდი მარტივია, უბრალოდ სახე შვრიით დაიბანეთ.

სახის გამწმენდი საშუალება შვრიით

ინგრედიენტები:

  • 1 მუჭა შვრიის ფანტელები
  • თბილი წყალი

ნებისმიერი შვრიის ფანტელი გამოგადგებათ, როგორც მთელი, ასევე დაფქული.

გამოყენება:

  1. ხელში 1 მუჭა შვრიის ფანტელი დაიკავეთ, კარგად მოუჭირეთ.
  2. 1 წუთით ხელი წყალში ჩადეთ.
  3. დარბილებული შვრია სახეზე შეიზილეთ.
  4. შვრია აქაფდება და კანს გაწმენდს.
  5. სუფთა წყლით დაიბანეთ.
  6. დილა–საღამოს გამოიყენეთ.
  7. ეფექტს 1 კვირაში დაინახავთ.

ასეთი მარტივი სკრაბით კანი გლუვი, თანაბარი და ლამაზი გახდება. არ ინერვიულოთ, თუ სახემ აქერცვლაზე რეაგირება მოახდინა . ეს ნორმალური საპასუხო რეაქციაა – კანიდან მავნე ნივთიერებები გამოდის.

ასეთმა სკრაბმა საზრუნავი რომ არ მოგიმატოთ და ონკანის მილში ფანტელები არ გაიჭედოს ბადე დააფარეთ ან ტაშტი გამოიყენეთ.

სკრაბი მარტივი შემადგენლობის და გამოყენების მხრივ თქვენი კანის სილამაზის შენარჩუნებაში ნამდვილად ღირსეული დამხმარეა. გამოიყენეთ და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეთ!