Connect with us

ჯანმრთელობა

5 პროდუქტი რომლებიც სიხარულის შეგრძნებას იწვევენ

შეიტანეთ თქვენს რაციონში წითელი თევზი, ხილი და თხილეული – ეს სტრესისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ!

მრავალფეროვანი პროდუქტები, რომლებიც ბევრ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავენ – ადამიანს უფრო ბედნიერს ხდიან. სპეციალისტების აზრით ამ პროდუქტებს მიეკუთვნებიან:

წითელი თევზი

მხოლოდ ის შეიცავს ცხიმში ხსნად А, D და Е ვიტამინებს, შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სტრესთან ბრძოლაში გვეხმარებიან.

ბანანი

ეს ტროპიკული ხილი ალკალოიდ ჰარმანს შეიცავს, რომელიც ეიფორიის შეგრძნებას იწვევს, ხოლო С ვიტამინი და კალიუმი დაღლილობის მოხსნაში დაგვეხმარება.

ნუში

შიცავს ფოლიუმის მჟავას რომელიც შფოთვებისა და შიშებისგან გვიცავს. ხოლო რიბოფლავინი და მაგნიუმი მასში ბედნიერების ჰორმონის სინთეზირებას ახდენენ.

ყველი

მასში შედის ამინომჟავა ტირამინი, ტრიპტამინი და ფენილეთილამინი, რომლებიც განწყობას ამაღლებენ. В ჯგუფის ვიტამინები კი ბუნებრივ ანტიდეპრესანტებს წარმოადგენენ..

ქათმის კვერცხი

შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ამაგრებენ ჩვენს ნერვებს. ამ პროდუქტში მაღალია თუთიის შემცველობაც რომელიც სექსუალურ ლტოლვას იწვევს.