Connect with us

თავის მოვლა

მარტივი და შედეგიანი ნიღაბი, რომელსაც ჩემი კოსმეტოლოგი დაქალი პირადად იყენებს

ნიღაბი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, შედგება მხოლოდ ნატურალური და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან. მისი მთავარი კომპონენტი – ჟელატინია, რომელიც უბრუნებს ჩვენს კანს ელასტიკურობას და აახალგაზრდავებს მას. ამ საშუალებით პირადად უკვე არაერთი წელია ვსარგებლობ და იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ სხვა ნიღბის გამოყენება არც კი მიცდია. თუ კანის გაახალგაზრდავება გუსრთ, გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს საშუალება რეგულარულად.

თავის გაახალგაზრდავება სახლის პირობებში

ჟელატინის ნიღაბი

ეს ძალიან ეფექტური საშუალება მინიმალურ დროში აგლუვებს მცირე ზომის ნაოჭებს, ჰმატებს ჩვენს კანს ხავერდოვნებასა და სიმტკიცეს, აღადგენს კანის დაზიანებულ საფარს და ეფექტურად გვიცავს ცუდი ეკოლოგიური პირობების მავნე ზეგავლენისგან.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 100 მლ გლიცერინი
  • აცეტილ სალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი – დანის წვერით
  • 100 მლ არაგაზირებული მინერალური წყალი

მოზმადება:

1. ჟელატინს დაასხით ოთახის ტემპერატური მინერალური წყალი და დატოვეთ ნახევარი საათით.

2. როდესაც ჟელატინის მარცვლები გაფუვდება, ჩაამატეთ მასში დაფქული ასპირინი, გლიცერინი და თაფლი. კარგად გადაურიეთ.

3. მზა ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში და ჩადგით ის მდუღარე წყალში. შეათბეთ მასა წყლის აბაზანაზე მუდმივი მორევის პირობებში (გამოიყენეთ ხის კოვზი).

4. მიღებულ ერთგვაროვან მასას მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად ურიეთ მუდმივად.

5. მზა საშუალება გადაიტანეთ თქვენთვის მოსახერხებელ ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. შენახვის მაქსიმალური ვადა – 1 თვე.

გამოყენება:

გამოყენებამდე მოითავსეთ საჭირო რაოდენობით საშუალება ხელის გულზე და ოდნავ შეათბეთ. წაისვით ის სახის კანზე და დეკოლტის ზონაზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15-20 წუთით და შემდეგ მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია საღამოს საათებში, დაძინებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე.

გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ და ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება: კანი უფრი მკვრივი და მკტიცე გახდება, მცირე ზომის ნაოჭები გაგლუვდება, პიგმენტური ლაქები შემცირდება და გამონაყარი გაქრება.

ჩვენს დღევანდელ რეცეპტში შემავალი ჟელატინი აუმჯობესებს კანში ცილებისა და ამინომჟავების ცვლის პროცესს, შესამჩნევად ჭიმავს კანს და უბრუნებს მას ბუნებრივ ფერს. რაც შეეხება თაფლს, გლიცერინსა და აცეტილსალიცილის მჟავას, ყველა ეს ინგრედიენტი რამდენჯერმე აძლიერებს ჟელატინის სასარგებლო გავლენას კანზე.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, უაცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.