Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ ბეგონია სახლის პირობებში: 3 მეთოდი

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ლამაზმანი ჩემს აივანს მუდმივად დაამშვენებდა. შესაშურ ბოლქვებს ყოველთვის გულგაჩერებული ვუყურებდი და წარუმატებელი გამოცდილების შიშიდ გამო შეძენისგან თავს ვიკავებდი. ერთხელ ცდუნებას ვერ გავუძელი და ამას არ ვნანობ.

ბეგონიას ბოლქვების მომზადება და დარგვა

მსხვილი, ჯანსაღი, მაგრამ უცნობი სახეობის ბოლქვი შემხვდა. დასარგავი მასალის გარეგნული ჯანმრთელობის მიუხედავად საკუთარ წესებს არ გადავუხვიე და 15 წუთით კალიუმის პერმანგანატის ხსნარში ჩავალბე, 2 დღიანი გაშრობის შემდეგ ინსტრუქციის თანახმად იმუნომასტიმულირებელი ხსნარით „ცირკონით“ დავამუშავე.

დასარგავად პატარა ქოთანი შევარჩიე, რომლის დიამეტრიც ბოლქვზე 2 სმ-ით მეტი იყო. კერამზიტის ფენა ჩავყარე და მზა სუბსტრატით გავავსე, შემდეგ კალიუმის პერმანგანატის ვარდისფერი, ცხელი ხსნარით მოვრწყე. როცა მიწა გაგრილდა, ცენტრში მიწა ჩავაღრმავე და მასში ბოლქვი მოვათავსე. ზემოდან მიწა მოვაყარე ისე, რომ ბოლქვის ნაწილი მიწის ზემოთ დარჩენილიყო.

ბეგონიების მოვლა სახლის პირობებში

ბოლქვის დალპობის შიშით ბეგონიას მხოლოდ ნიადაგის ზედა ფენის გაშრობის შემდეგ ვრწყავდი. როცა ყლორტის სიმაღლემ 10 სმ-ს მიაღწია, მორწყვის დროს დეკორატიული მცენარეების სასუქის „ბონა ფორტეს“ გამოყენება დავიწყე. ყვავილის ქოთანს მუდმივად სინათლის წყაროსკენ ვატრიალებდი, რომ ყლორტი არ მოხრილიყო.

მაისის ბოლოს ბეგონია ღია აივანზე გავიტანე, სადაც ნათელი, მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული ადგილი შევურჩიე.

ბეგონია დაბალი აღმოჩნდა, ხოლო გამძლე ყუნწზე მარგალიტის ნიჟარის მსგავსი სამი კვირტი ჩამოყალიბდა. ივნისში პირველი ყვავილი აყვავილდა. ის უზარმაზარი, 12 სმ დიამეტრის, ღია ფორთოხლისფერი და სუსტი თეთრი საზღვრების მქონე იყო. ყვავილი კი არა ფასკუნჯი! ასეთი ლამაზი ბეგონია არც ერთ კატალოგში არ მინახავს.

როცა სამივე ყვავილი გაიშალა, ფოთლები პრაქტიკულად აღარ ჩანდა.

თითოეულმა ყვავილმა 3 კვირა გაძლო, შემდეგ ჩემმა ლამაზმანმა ცოტა დაისვენა (ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში) და ყვავილობის მეორე ტალღა წამოვიდა. მართალია, ყვავილი უფრო პატარა ზომის იყოს.

ამავე წელს, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, კიდევ 2, უკვე გაღვივებული ბოლქვი დავრგე, მაგრამ ისინი გაცილებით ნელა ვითარდებოდნენ და პირველი ყვავილობა მხოლოდ აგვისტოში დაიწყო. მათ ლამაზი, 5-6 სმ დიამეტრის, ვარდისფერი და წითელი ყვავილები ჰქონდათ. ბუჩქი ფორთხოლისფერ ლამაზმანზე უფრო მსხვილი აღმოჩნდა. განმეორებითი ყვავილობა ნაკლებად დეკორატიული იყო, ყვავილები გაცილებით პატარა. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, ეს ბეგონიასთვის ნორმალური მოვლენაა.

როგორ გავზარდოთ ბეგონია თესლიდან

ბეგონიას გაზრდის ყველა მეთოდის გამოცდა გადავწყვიტე, ამიტომ სახეობის „Goy-Goy F1” თესლის შეფუთვა შევიძინე, რომელშიც 10 დრაჟე-თესლი იყო მოთავსებული. ისინი პატარა ქოთანში ნიადაგის ზედაპირზე მოვათავსე, სპრეით დავნამე, რომ გარსი გახსნილიყო, ცელოფანი გადავაფარე და ფიტონათურის ქვეშ დავდე. ძალიან მალე 8 თხელი ყლორტი გამოჩნდა.

სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა შევძელი. თესლის ზრდის მიხედვით 5 თვეში 2-ჯერ გადავრგე და შემდეგ ბეგონია აყვავილდა.

10 სმ ბუჩქზე მხოლოდ 2 ყვავილი აყვავილდა, მაგრამ ისინი მომხიბვლელები იყვნენ.

როგორ შევინახოთ ბეგონია ზამთარში

თესლით გაზრდილ ბეგონიას, როგორც გლოქსინიას, პირველ ზამთარს დასასვენებლად არ აგზავნიან – ძალიან პატარა ბოლქვია და მშვიდ ფაზაში მარაგი დიდხანს არ ყოფნის. სწორედ ამიტომ, მთელი ზამთარი ფიტონათურის ქვეშ გავაჩერე. ზრდასრულ მცენარეებს სექტემბრიდან მორწყვა შევუზღუდე, შემდეგ საერთოდ შევუწყვიტე. როცა მწვანე მასა გახმა, ბოლქვები ქოთნიდან ამოვიღე, რამდენიმე დღე სიბნელეში გავახმე, მშრალი ნახერხით სავსე პაკეტში მოვათავსე და მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში შევინახე. ყველამ კარგად გამოიზამთრა და მომდევნო წელს კვლავ ლამაზი, ფუმფულა ყვავილებით გამახარა.

ბეგონიას გამრავლება ფოთლით

ახალი მცენარის გაზრდა ფოთლით ვცადე. პროცესი ხანგრძლივი, მაგრამ შესაძლებელია. ყვავილობის დროს ჯანსაღი ფოთოლი მოვჭერი და მდუღარე წყლით სავსე ჭიქაში მოვათავსე. თავდაპირველად ფოთოლზე კალუსი წარმოიქმნა – კვანძოვანი ჩანასახი, შემდეგ ფესვები გამოიღო და მსუბუქ მიწაში ჩავრგე. თუ გლოქსინიის ფოთლით გაზრდას შევადარებთ, ბეგონია ნელა ვითარდება და ტენიანობის მცირე გადაჭარბებით სწრაფად ლპება. შეიძლება ჯერ კიდევ ფოთლის გაფესვიანების დროს დალპეს, მაგრამ დადებითი შედეგის მიღება სრულად რეალურია.