ჯანმრთელობა
ნივრისა და წითელი ღვინის ნაზავი – საშუალება, რომელიც 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს
ჩვენ ყველას არაერთხელ გვსმენია ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ. ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული თვისებებით გამორჩეულ ამ პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. ნივრის წითელ ღვინოსთან კომბინირებით ჩვენ ვიღებთ ძლიერმოქმედ საშუალებას, რომელიც გამოირჩევა იმუნიმასტიმულირებელი ეფექტით, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხხლძარღვთა სისტემის მუშაობას, გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით მარილს, საიმედოდ გვიცავს სხვადასხვა ინფექციებისგან და ამარაგებს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით.
რატომ არის ასეთი სასარგებლო ნივრისა და წითელი ღვინის კომბინაცია?
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ეს ბოსტნეული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჩვენს პლანეტაზე, რომელსაც ბუნება გვჩუქნის. რაც შეეხება წითელ ღვინოს, არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებული ფაქტი, რომ მოცემული პროდუქტი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და ანტიკანცეროგენული თვისებებით, გვიწყობს ხელს ალერგიების წინააღმდეგ ბრძოლაში, გვიცავს ვირუსებისგან, ინფექციებისგან და კარდიოვასკულარული დაავადებებისგან. მეტიც, წითელ ღვინოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები თავიდან გვარიდებს ავთვისებიანი წამონაზარდების განვითარებას.
ნივრისა და წითელი ღვინის ნარევი
ინგრედიენტები:
- 12 კბილი ნიორი
- 1/2 ლიტრი წითელი ღვინო (აუცილებლად მაღალი ხარისხის)
მომზადება და გამოყენება:
1. კანისგან გასუფთავებული ნიორი მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო.
2. ორივე პროდუქტის შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მათ ხარისხს. ნიორი უნდა იყოს ნატურალური და არა ფალსიფიცირებული ჩინური პროდუქტი, ხოლო წითელი ღვინო – აუცილებლად მაღალი ხარისხის, შაქრისა და სხვადასხვა დანამატების გარეშე.
3. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი ბნელ და გრილ ადგილზე 2 კვირის განმავლობაში. ნარევი დაცული უნდა იყოს მზის სხივებისგან.
4. არ დაგავიწყდეთ ქილის შიგთავსის ყოველდღიურად შენჯღრევა.
მიიღეთ მზა საშუალება 1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად, 2 ან 3 ჩაის კოვზის ოდენობით. კურსის ჩატარება რეკომენდებული წელიწადში 2-ჯერ, 6 თვიანი შუალედით.
წითელი ღვინისა და ნივრის ნარევი გაგათავისუფლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემისგან: გაგიწმენდთ სისხლძარღვებს ქოლესტერინის ნადებისგან, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, გაწმენდს სხეულს დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან, დაგიცავთ კარდიოვასკულარული დაავადებებისგან და თავიდან აგარიდებთ ავთვისებიანი წამონაზარდების განვითარებას.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლოა ორი უბრალო პროდუქტის კომბინირება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!