Connect with us

ჯანმრთელობა

ბუნებრივი ასპირინი: ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი

ბუნებამ ველურ პირობებში გადასარჩენად ყველა აუცილებელი საშუალება მოგვცა. ზოგჯერ, მისი წყარო უშრეტი გვგონია. თუმცა თუ ველურ პირობებში გადარჩენის უნარი არ გაქვთ, ბუნების საჩუქრის დანახვას და გამოყენებას ვერ შეძლებთ. თქვენ შეიძლება შიმშილის, წყურვილის, ტრავმის, ტკივილის, სიცივის ან მთელი რიგი სახიფათო პირობის მსხვერპლი გახდეთ მაშინ, როცა პრობლემის მოგვარება ხელის გაწვდენაზე მდებარეობს.

ცოდნა – გადარჩენის მთავარი გასაღები

1535 წელს ჯაკ კარტიემ (Jacques Cartier) და მისმა ხალხმა გაიგო, რომ ყველაზე მინიმალურ ცოდნასაც კი გადარჩენის პირობებში სიცოცხლესა და სიკვდილს შორის საზღვრის გავლება შეუძლია. მაშინ, როცა თოვლიან კანადაში ის და მისი მეგობრები ცინგის დაავადებით (გამოწვეულია C ვიტამინის დეფიციტით) იღუპებოდნენ, ტყე ხელმისაწვდომი C ვიტამინით სავსე იყო. მაშინ ადგილობრივებმა ფიჭვის წიწვებიდან ჩაის მომზადება ასწავლეს. ცინგის საწინააღმდეგო ამ მარტივი საშუალების დახმარებით მათი ჯანმრთელობა სწრაფად აღდგა და კონტინენტი ევროპელი მკლევარებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

ბევრი ადამიანი ველურ ბუნებაში თავშესაფრის არ არსებობის გამო იღუპებოდა, მაშინ როცა ყველაზე სუსტმა ციყვებმაც იციან, თუ როგორ ააშენონ სახლი ფოთლებისა და ბალახებისგან. საკვების წყაროს ცენტრში მყოფი შიმშილით იხოცებოდნენ. მათ რომ საჭმლის მიმართ ცრურწმენა მოეშორებინათ და ბუნების საჩუქარი მიეღოთ, აუცილებლად გადარჩებოდნენ.

საკვები, ტანსაცმელი, თავშესაფარი, იარათი, სუფთა წყალი, ბუნებრივი მედიკამენტი და სხვა დანარჩენი, რაც ადამიანს გადარჩენისთვის სჭირდება, ამ ყველაფერს დედამიწა გვთავაზობს, თუ ჩვენს ირგვლივ არსებულ უზარმაზარ შესაძლებლობებს გავაცნობიერებთ.

დღეს ჩემს ტრავმასა და ტყეში ხელმისაწვდომ ბუნებრივ საშუალებებზე გიამბობთ.

ტრავმა ველური ბუნების პირობებში

რამდენიმე დღის წინ, როცა ტყეში ცხენ-ირემს მივსდევდი, კოჭი ვიღრძე. როგორც სხვა ტრავმის დროს ცივილურ სამყაროში ფეხის ღრძობა განსაკუთრებულ პრობლემებს არ იწვევს. როგორღაც სახლში მისვლას ახერხებთ და ექიმთან საუბრის შემდეგ მედიკამენტებს, მაგალითად იბუპროფენს ან ასპირინს იღებთ, რომ ტკივილი და შეშუპება შეამციროთ და რამდენიმე დღე ისვენებთ.

ველურ ბუნებაში ფეხის ღრძობას შეიძლება კატასტროფული შედეგი მოჰყვეს. უახლოეს გზამდე და დასახლებამდე კილომეტრებით მოშორებით, რთულად გასავლელ ადგილებში, თუ სიარული არ შეგიძლიათ, ღია ცისქვეშ ღამის გათევა მოგიწევთ. თუ ასეთი სიტუაციისთვის არ მოემზადებით, ჩვეულებრივი ტრავმა თქვენს გადარჩენას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

გადარჩენისთვის აუცილებელი საშუალებები ყოველთვის ხელთ გქონდეთ

ეს სიტუაცია მნიშვნელოვან წესს შეგახსენებთ: გადარჩენისთვის აუცილებელი მთავარი ნივთები ყოველთვის ხელთ გქონდეთ.

არასდროს იცით, თუ რა მოხდება და პატარა ტრავმამ ან შეცდომამ შეიძლება გადარჩენის პირობებში ჩაგაყენოთ, სადაც ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. იმის მიუხედავად, სად აპირებთ წასვლას, თუნდაც სეირნობის დროს, ყოველთვის აუცილებელი ნივთები ხელთ გქონდეთ. ეს მარტივი წესი სიცოცხლის გადარჩენაში დაგეხმარებათ.

ფეხის ღრძობის შემდეგ შეგიძლიათ უბრალოდ საავარიო კომპლექტი გახსნათ, იბუპროფენის ან ასპირინის აბი სუფთა წყალთან ერთად დალიოთ. ასე ტკივილის და შეშუპების შემცირებას, კომფორტს შექმნას და ტყიდან გასასვლელად ძალების მობილიზებას შეძლებთ.

რა უნდა ქნათ მაშინ, როცა ბუნებასთან სრულად მარტო დარჩით, ყოველგვარი მედიკამენტის და საავარიო კომპლექტის გარეშე? ან შესაძლოა, ჭრილობა რამდენიმე დღე გქონდათ და უკანასკნელი აბი მიიღეთ.

ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი

როგორც ჯაკ კარტიე და მისი ხალხი 1535 წელს, მეც ტყით და ნატურალური მედიკამენტებით გარშემორტყმული ვიყავი. ყველაფერი, რაც მჭირდებოდა – ცოტა ცოდნა იყო. კვლავ ხე გიშველით: ვერხვი.

ქერქი და ასპირინი

უძველესი დროიდან ცნობილია, რომ რამდენიმე ხის ქერქი ტემპერატურის, ტკივილის და ანთების საწინააღმდეგო, სამკურნალო თვისებებს ფლობს. სპეციალური ინგრედიენტი, რომელიც ამ ქერქში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა ბუნებაში.

ცხელება, კუნთების ტკივილი, ოსტეოართრიტი, თავის ტკივილი, მენსტრუაციული სპაზმები, ართრიტი და ანთება, მათ შორის ბურსიტი, ტენდინიტი და ტრავმები, მაგალითად ნაღრძობი – ამ ყველაფრის განკურნებას ხის ქერქიდან მიღებული ნატურალური სალიცინის დოზის დახმარებით შეძლებთ.

მე-19 საუკუნეში მეცნიერებმა ხის ქერქიდან სალიცინის მიღება და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მისი განსაზღვრება შეძლეს. მათ სინთეტიკური ვარიანტის – აცეტილსალიცილის მჟავის გაყიდვა დაიწყეს, რომელსაც ახლა „ასპირინი“ ეწოდება.

ასპირინი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრეპარატია მთელ მსოფლიოში. ნამდვილად, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 40 მლნ კგ ასპირინი მოიხმარება.

იმის მიუხედავად, რომ ახლა ანთების საწინააღმდეგოდ და ტკივილის შესამცირებლად სალიცინის სინთეტიკურ ვარიანტს ვიყენებთ, ხის ქერქში შემავალი ნივთიერება თავის აქტუალობას არ კარგავს.

ხე, რომელიც სალიცინს შეიცავს

სალიცინს ტირიფის ოჯახის ხის და ბუჩქების შიდა ქერქში გვხვდება:

  • ვერხვი მთრთოლავი (Populus tremuloides)
  • ვერხვი (Populus grandidentata)
  • თეთრი ტირიფი (Salix alba)
  • შავი ტირიფი (Salix nigra)
  • მყიფე ტირიფი (Salix fragilis)
  • მეწამული ტირიფი (Salix purpurea)
  • მტირალა ტირიფი (Salix babylonica)

როგორ გავაკეთოთ ასპირინი ქერქიდან

სურათზე ხედავთ, როგორ მივამასაჟებ ნაღრძობ ფეხს, ჩემს წინ კი ტკივილის და შეშუპების საწინააღმდეგოდ საუკეთესო ნატურალური საშუალებაა, რაც შეიძლება ველურ ბუნებაში იპოვოთ: ვერხვის შიდა ქერქი.

ვერხვი ხეებს შორის პიონერია. ეკოლოგიური პრობლემების მქონე რაიონებში ეს ხე სხვებზე უფრო სწრაფად ახერხებს გადარჩენას და ერთ სეზონზე 3 მეტრამდე სიმაღლეში იზრდება.

მეორე სურათზე ახალგაზრდა ხის გვერდით ვდგავარ. ყურადღება ძალიან მსხვილ ფოთლებს მიაქციეთ, რომელიც უშუალოდ მთავარი ღეროს საფუძვლიდან იზრდება.

სალიცინი, რომელსაც ეძებთ, ხის შიდა ქერქში მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორც კამბიუმი. შიდა ქერქი ფაქტობრივად ცოცხალ ქსოვილს წარმოადგენს და გარე უხეშ ქერქსა და მყარ ხეს შორის მდებარეობს. კამბიუმი მკვებავი ფენაა, რომელიც შიდა ქერქის შემადგენლობაში შედის.

გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყიში ქერქის მოხსნა ადვილად ხდება. შეგიძლიათ პირდაპირ დაღეჭოთ ან მისგან ჩაი მოადუღოთ. წლის სხვა დროს ქერქს დამატებითი ძალისხმევის გარეშე ვერ მოაშორებთ. ამ შემთხვევაში შიდა და გარე ქერქის ერთდროულად მოშორება უფრო მარტივი იქნება. ბასრი დანა გამოიყენეთ. ნახეთ მე როგორ ვიღებ ქერქს.

ვერხვის ქერქის გემო და სუნი ასპირინს ჰგავს. შეგიძლიათ მწარე ქერქი დაღეჭოთ და სითხე გადაყლაპოთ.

თუ დაღეჭვა არ მოგწონთ, მაშინ

  • დაახლოებით 1 ჩ/კ შიდა ქერქი 1 ჭიქა წყალში 10 წუთით აადუღეთ.
  • დალევამდე ცოტა გაგრილება აცადეთ.
  • დღეში 3-4 ასეთი ჭიქა ჩაი შეგიძლიათ დალიოთ.

გახსოვდეთ: აიღეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც თქვენ გჭირდებათ და დანარჩენი ხელშეუხებელი დატოვეთ. ხე არ დაზიანოთ და ქერქი პირდაპირ ღეროს არ მოაშოროთ. ამის ნაცვლად პატარა ტოტები გამოიყენეთ, რომ მავნე ზემოქმედება შეამციროთ.

ბუნებას პატივი ეცით!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.