Connect with us

ჯანმრთელობა

უნიკალური საშუალება ხველის, ანგინისა და გაციების წინააღმდეგ

ეს გახლავთ უნიკალური საშუალება ხველის, ანგინის და გაციების წინააღმდეგ, ის აფთიაქში არსებულ ყველა სიროფს ჯობია! მისი უჩვეულო გემო და არომატი – გაზაფხულის სუნთქვას გავს, ეს არის შეუფასებელი განძი ხალხური მედიცინისგან თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ფიჭვის თაფლი

ფიჭვის ახალგაზრდა კვირტები ფისს, ეთერზეთებს, სასარგებლო მინერალებს და ვიტამინებს შეიცავს. მომზადებული “თაფლი” ხველისთვის, ბრონქების და ფილტვების დაავადებების დროს უნდა მიიღოთ: 1-2 ჩაის კოვზი ცხელ ჩაისთან ერთად.
ავიტამინოზის შემთხვევაში: 5-6 სუფრის კოვზი დღეში, 2 კვირის განმავლობაში.
გარდა ამისა, ფიჭვის თაფლი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, ის შეუცვლელი საშუალებაა სარეაბილიტაციო პერიოდში, ამაგრებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის დაცვით ფუნქციას.

ძველ სამკურნალო რეცეპტებში ფიჭვის თაფლის მომზადების ორი რეცეპტი გვაქვს:

რეცეპტი 1

1 კილოგრამი ახალდაკრეფილი კვირტები დააქუჩქმაცეთ, დაასხით წყალი (3 ლიტრი) და ადუღეთ ემალირებულ ქვაბში – ნახევარი საათის განმავლობაში. შემდე გაწურეთ და დაუმატეთ შაქარი (3 კილოგრამი)მიიყვანეთ ადუღებამდე და გადაასხით სტერილიზებულ, შუშის ქილებში.

რეცეპტი 2

ერთ წილ ფიჭვის კვირტებზე იღებენ ორ წილ წყალს. ადუღეთ 20 წუთი და თბილ ადგილას 2-3 საათით დააყენეთ. შემდეგ საგულდაგულოდ გაწურეთ და 2 წილი შაქარი დაუმატეთ.

ნარევი დადგით ცეცხლზე და უწყვეტად ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. მზა თაფლი კი შუშის ქილებში გადაანაწილეთ. შეინახეთ მაცივარში.

სიროფი შეგიძლიათ ნაძვის ახალგაზრდა, ნაზი კვირტებისგანაც დაამზადოთ

  •  კგ ნაძვის გირჩი და 1 კილოგრამი შაქარი
  • ფენა-ფენად გადაყარეთ შუშის ჭურწელში
  • დააყენეთ 3-4 კვირა
  • სიროფი დღეში 5-6-ჯერ მიირთვით – თითო ჩაის კოვზი

კვირტის შესაგროვებლად საუკეთესო დრო – ადრეული გაზაფხულია, თოვლის დნობის დასაწყისი, დრო როდესაც კვირტები იწყებენ გამოზრდას. ამ დროს ის მეტ ფისს შეიცავს, მწვანეა და არომატული, შეიცავს აქტიური და სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურ რაოდენობას.