Connect with us

თავის მოვლა

სტრიები განაჩენი არ არის! 6 ეფექტური საშუალება მათ მოსაცილებლად

სტრიები მხოლოდ ორსულობის ან გასუქების დროს არ ჩნდება, ისინი შეიძლება რაციონის შეცვლის, სტრესის ან სწრაფად გახდომის შემდეგაც გაჩნდეს. მათთან ბრძოლა შესაძლებელი და აუცილებელია!

1. შხაპის მიღებისას, ფორთოხლის ახალი კანის შიდა ნაწილს სკრაბი წაუსვით და თეძოზე არსებულ სტრიებზე 10-15 წუთის მანძილზე შეიზილეთ, სანამ კანზე წითელი ლაქები არ გაჩნდება.

სკრაბი შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ ან თავად დაამზადოთ. ამისთვის გამოიყენეთ მარილი ან დაფქული ყავა ზეითუნის ან პალმის ზეთით. შეგიძლიათ ზეთი არაჟანით ჩაანაცვლოთ. სკრაბი კონტრასტული შხაპის მეშვეობით ჩამოიბანეთ.

2. ყოველ საღამოს, ვერტიკალური მასაჟის მოძრაობებით (მუხლიდან ზემოთ) წაისვით ფორთოხლის, როზმარინის, ტყის თხილისა და ხორბლის ზეთების ნაზავი.
E ვიტამინი რომელიც ამ ზეთების შემადგენლობაში შედის, თქვენს თეძოებს უფრო მკვრივს გახდის.

3. აბაზანის მიღებისას, მასში 3 წვეთი ლავანდის და გვირილის ზეთი ჩაასხით და ასევე ცოტაოდენი ზღვის მარილი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი) ჩაყარეთ.

4. თეძოებზე ძველი სტრიებიდან შემდეგი ნარევი გაგათავისფლებთ:
2 წვეთი მანდარინის ზეთი, ამდენივე ლავანდის და ნეროლის ზეთები, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ზეთი. შეიზილეთ ეს საშუალება დაორთქლილ კანში – საუნის ან აბაზანის შემდეგ.

5. ყოველდღიურად გამოიყენეთ მუმიეზე დაფუძნებული ნარევი: აურეთ 1 კოვზი მდუღარე წყალი და მასში 1 გრამი მუმიე გახსენით. აურიეთ ეს ბავშვის კრემის ტუბთან (80 გრამი) და შეიზილეთ კანში ჩქმეტითი მასაჟით.

6. ჩართეთ თქვენს კვების რაციონში: გარგარის ჩირი, მზესუმზირა და გოგრა, გადაუმუშავებელი ბურღულეული, სოიო, ავოკადო, ღვიძლი, მწვანე ბარდა, სოკო, ქოქოსი, რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული. აფთიაქში შეიძინეთ A, E, C და B ჯუფის ვიტამინები.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.