თავის მოვლა
ხახვის ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
როგორც იცით თმის ცვენის პროვოცირებას ბევრი ფაქტორი ახდენს. მათ შორისაა სტრესი, ცუდი კვება, გენეტიკური პრობლემები, წყლის და იმ საშუალებათა ხარისხი რომელთაც დასაბანად ვიყენებთ. ამ სტატიაში თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბებს წარმოგიდგენთ, რომელთა მთავარ ინგრედიენტს ხახვი წარმოადგენს.
ნიღაბი ხახვის ფაფისგან
ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ხახვის ფაფა. თუ მშრალი თმა გაქვთ რეკომენდებულია ამ ნარევს მეოთხედი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთიც დაუმატოთ. არც ისე ცხელი ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ, შეიხვიეთ თავი ცელოფანში და 40 წუთი გაიჩერეთ.
ნიღაბი ხახვისა და კონიაკისგან
ღრმა ჭურწელში აურიეთ 200 გრამი ოროვანდის ნაყენი, 120 გრამი ხახვის წვენი და 40 გრამი კონიაკი. როგორც ხედავთ პროპორცია 5:3:1 გახლავთ. ეს საშუალება ფუნჯის მეშვეობით დაიტანეთ თმის სრულ სიგრძეზე, მოიხვიეთ პოლიეთილენი და მინიმუმ 2 საათით დაიტოვეთ.
მრავალ კომპონენტიანი ნიღაბი
2 სუფრი კოვზი ხახვის წვენი აურიეთ კონიაკთან, კეფირთან, აბუსალათინის ზეთთან, თხელ თაფლთან და ზღვის მარილთან (1-1 სუფრის კოვზი). ეს მასა თმის ძირებში შეიზილეთ. მორჩენილი მასა კი თმის მთლიან სიგრძეზე დაიტანეთ. დაიფარეთ პოლიეთილენის პაკეტი და 1.5 საათით დაიტოვეთ.
ხახვის ნიღაბი
ერთი საშუალო ზომის ბოლქვი დაჭერით 4 ნაწილად. დაასხით 1 ჭიქა ვაშლის ძმარი. დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ ეს სითხე თავის კანში. მოიხვიეთ ცელოფანი და დაიძინეთ. ნაყენი მხოლოდ დილით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი კვერცხის გულით
კვერცხის გული ცილისგან გამოაცალკევეთ. დაასხით თბილი წყალი და მოაცილეთ აპკი – სწორედ მას აქვს არასასამოვნო სუნი. ახლა გასუფთავებული კვერცხის გული 1-1 ჩაის კოვზ ხახვის ფაფას და ოროვანდის ზეთს შეურიეთ. დაიდეთ ნიღაბი თმის სრულ სიგრძეზე, დაიფარეთ პლიეთილენის პარკი და დაიტოვეთ 2 საათით.
როგორ მოვიცილოთ ხახვის სუნი
აჯობებს ხახვის ნიღბები გრილი წყლით ჩამოიბანოთ. მის სუნს გვირილის, ოროვანდის ან ჭინჭრის ნაყენი მოგაშორებთ. მზა ნაყენს ლიმონის წვენიც დაუმატეთ. ასეთი საშუალება მთელს თმაზე შეიზილეთ და მინიმუმ ნახევარი საათით გაიჩერეთ.
ნიღბის გაკეთებისას თუ ხახვის წვენს გამოიყენებთ ის უფრო იოლად ჩამოიბანება. ხახვის სუნს ეთერზეთებიც იოლად ფარავენ და უმკლავდებიან!