Connect with us

ჯანმრთელობა

საკვები რომელიც შეკრულობას იწვევს

ნორმალურად მომუშავე საკვების მომნელებელი სისტემის მთავარი მანიშნებელი რეგულარული კუჭის მოქმედებაა.

სამედიცინო წესის მიხედვით, შეკრულობად კუჭის სამ დღეში ერთხელ მოქმედება ითვლება. დიარეად ითვლება დღე-ღამეში 4-ზე მეტჯერ კუჭში გასვლა.

პროდუქტები რომლებიც შეკრულობას იწვევენ: მარცვლეული (ბრინჯი, წიწიბურა) – რადგან ისინი ბოლომდე მუშავდებიან და ნაწლავამდე ვერ აღწევენ, ხოლო მათში შემავალი სახამებელი სითხის თანხლებით სისხლში გადადის. ფეკალიები შრება და ამას შეკრულობამდე მივყავართ.

ტანინის შემცველი პროდუქცია: კომში, მსხალი (განსაკუთრებით მათი მარცვლები), ნიგოზი, ხურმის ჩირი, შავი, ლურჯი, წითელი, ყვითელი ჩაი, ტარტიანი ღვინო (თუ ღვინო დამზადებულია არა წვენის დუღილით, არამედ – წიბწებთან და კანთან ერთად). ტანინები არ შეიწოვება ნაწლავებიდან და აქვს ლორწოვანი გარსის შემკვრელი ეფექტი. ვიღებთ ნაწლავის კედლის “უგრძნობლობას”, არ ჩნდება იმპულსები ნაწლავიდან ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართ და ის კარგავს აქტიურ პერისტალტიკას, ჩნდება ყაბზობა.

ახლადგამოწურული ვაშლი, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად მუქდებიან – ასევე კრავენ კუჭს, განსაკუთრებით თუ ვაშლის მასაში შაქარია დამატებული.

2-3 დღის იოგურტი, კეფირი, დო – საპროფიტულ ბაქტერიებს შეიცავენ. მჟავე წვენები, მწვანე ჩაი – ასევე აშრობენ ფეკალიებს .